იანვარი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა

2017 წლის თემაა ,,ინფექციების პრევენცია- ბავშვთა დაცვა"

 (“Prevent to Protect: Prevent Infections for Baby’s Protection.”) 

როგორც თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე აღინიშნება აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრების, ამერიკის პედიატრთა აკადემიის და ტერატოლოგიის ორგანიზაციის პარტნიორობით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თანდაყოლილი ანომალიების გამომწვევი მიზეზებისა და მათი გავლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა  აქტივობების გზით.

თანდაყოლილი ანომალიები გლობალური პრობლემაა, იგი საჭიროებს ძვირადღირებულ სამედიცინო მზრუნველობას, პერსპექტივაში გრძელვადიან უარყოფით გავლენას ახდენას ინდივიდებზე, მათ ოჯახებზე, ჯანმრთელობის სისტემაზე და, ზოგადად, საზოგადოებაზე. თანდაყოლილი ანომალიების ყველაზე ხშირი გამოვლინებებია: გულის თანდაყოლილი მანკები, ნერვული ღეროს დეფექტი და დაუნის სინდრომი. საბედნიეროდ, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებით თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. თუმცა, ამ ბავშვებსა და მათ ოჯახებს კვლავაც სჭირდებათ დახმარება. ისინი მუდმივად საჭიროებენ სპეციალიზებულ მკურნალობას, ზრუნვის  ხანგრძლივ პერიოდს, და ასევე, ძლიერ სოციალურ მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს მათი სიცოცხლის ხარისხი. იმისათვის, რომ შევძლოთ თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებულ ბავშვებისა და მათი ოჯახების  მხარდაჭერა, საჭიროა მოსახლეობის განათლება თანდაყოლილი ანომალიების შესახებ. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში თანდაყოლილ ანომალიათა ინციდენტობა 2010-13 წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, 2014 წელს შემცირდა და 2015 წლის კვლავ მოიმატა 9,6-ს.

ახალშობილთა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალშობილებში ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისცი­დო­ზისა და სმენის სკრინინგი. ასევე ხდება ანტენატალური სკრინინგი მაღალი რისკის ორსულებში.

  • გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით;
  • სკრინინგით ვერიფიცირებული ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით
  • სკრინინგი აივ-ინფექცია/შიცზე, B და C ჰეპატიტზე და სიფილისზე

 თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობის დინამიკა საქართველოში, 2008-2015 

 წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტატისტიკური ცნობარი, 2015 

ცნობილია, რომ ყველა თანდაყოლილი დეფექტის პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ჯანმრთელი ნაყოფის დაბადების შესაძლებლობების გაზრდა მიღწევადია ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით.   

საჭირო რჩევები თანდაყოლილი ანომალიების რისკების შესამცირებლად:

  • ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელია ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობისას პირველი 12 კვირის განმავლობაში. ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს B ვიტამინს, რომელიც ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკებს;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინული კონტროლი:  
  • ექიმის მუდმივი კონტროლი წონასთან დაკავშირებული პრობლემის ან დიაბეტის შემთხვევაში.
  • აუცილებელია მემკვიდრეობითი პრობლემატიკის ცოდნა და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია;
  • ანტენატალური მეთვალყურეობა: აუცილებელია ორსულთა ანტენატალური მომსახურების მინიმუმ 4 ვიზიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, დაავადებების პრევენციას, ორსულისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და რეკომენდაციებს;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა: ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებისაგან თავის არიდება და ჯანსაღი კვება.

 

წყარო:

https://www.cdc.gov/ncbddd/birthdefects/prevention-month.html

http://www.nbdpn.org/bdpm.php

http://www.mkurnali.ge/pediatria2/1763-2010-02-11-11-22-44.html?start=1