შეხვედრა იმერეთში 31.01.2017

2017 წლის 31 იანვარს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაგეგმილ სამხარეო თათბირზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის იმერეთის საამართველოს მიერ მოხდა პრეზენტაციის წარდგენა თემაზე ,,C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგ კომპონენტის მნიშვნელობა და მუნიციპალური თვითმმართველობების როლი 2017 წლის სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში".

შეხვედრას უძღვებოდა იმერეთის მხარეში საქართველოს მთავრობის რწმუნებულის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე. ესწრებოდნენ ვიცე გუბერნატორები გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი. ქუთაისის ვიცე მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, იმერეთის თერთმეტივე რაიონის  გამგებელი და საკრებულოების თავმჯდომარეები. 

იმერეთის სამმართველოს მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში აქცენტები გაკეთდა სკრინინგის მნიშვნელობასა და სამომავლო სტრაქტეგიაზე, ასევე ,,საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილება №473 აღსრულების და მოქმედებაში მოყვანის მნიშვნელობაზე. 

ძირითადი გზავნილები სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ იყო შემდეგი:

• C სკრინინგის საინფორმაციო მხარდაჭერა (მოსახლეობის ინფორმირება, ორგანიზაციული ხელშეწყობა,  სკრინინგის  PR აქციების ჩატარება, სოფლის თემის ხელმძღვანელების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა).

• რაიონებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების მხარდაჭერა სკრინინგის ორგანიზებული განხორციელების უზრუნველსაყოფად.

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების სამართლებრივი და მეთოდური (ასევე იურიდიული) მხარდაჭერა N 473 დადგენილებით გათალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

იხილეთ ფოტოალბომი