აშშ CDC-ის და პარტნიორობა გრიპის ვაქცინციისთვის სამუშაო შეხვედრა 27.02.2017

2017 წლის 27.02-1.03 თბილისში მიმდინარეობს აშშ დაავადებათა კონტროლისა CDC და პარტნიორობა გრიპის ვაქცინციისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ აშშ CDC-ის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს, ალბანეთის, კოტ დივუარის, ლაოსის,მოლდოვის, მონღოლეთის, მაროკოს სომხეთის, შრილანკის და საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გლობალური სამოქმედო გეგმისა და გრიპის ვაქცინების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ჩამოყალიბდეს შეხვედრის მონაწილე ქვეყნების ერთიანი მიდგომები შემდგომი დაგეგმვისათვის.

 

იხილეთ ფოტოალბომი