სიჩქარის 5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევების ფატალურ შედეგს!

უმნიშვნელო ცვლილება - მნიშვნელოვანი შედეგი!  

ყოველწლიურად მიახლოვებით 1.25 მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოს გზებზე, 50 მილიონი ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას ღებულობს. დაღუპულ მსხვერპლთა შორის 270 000 ქვეითია, რაც საგზაო შემთხვევებით პირობადებული სიკვდილობის  22%-ს შეადგენს.

ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. ყოველწლიურად   საშუალოდ  600 ადამიანი იღუპება და 9000 ადამიანი ზიანდება საქართველოს გზებზე.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი  არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში  მართვა და  ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევებია.

კვლევებით დასტურდება, რომ:

  • გადაჭარბებული სიჩქარე საგზაო შემთხვევების ფატალური შედეგების ძირითადი მიზეზია!
  • ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარის 10 კმ/სთ-ით გაზრდა, 4-ჯერ ზრდის ქვეითის ფატალურად დაშავების რისკს!

რა უნდა გავაკეთოთ  საქართველოს გზებზე  ავტოსაგზაო შემთხვევების და მათი ფატალური შედეგების შესამცირებლად?

 ავტომანქანის მართვისას გაითვალისწინეთ:    

  • სიჩქარის რამდენიმე კმ/სთ-ით აჩქარებამ, შესაძლოა მკვლელად გაქციოდ!
  • რაც უფრო სწრაფად მართავთ მანქანას,   მით უფრო ნაკლები დრო გრჩებათ დამუხრუჭებისთვის!
  • ფატალური შედეგით დასრულებული საგზაო შემთხვევა    მძღოლის ხანგრძლივ და მძიმე ემოციურ სტრეს იწვევს;

რჩევები:

  • სიჩქარის ლიმიტი არ არის სამიზნე! ცუდ მეტეროლოგიურ პირობებში სიჩქარეზე დაწესებული ლიმიტი  გადაჭარბებული სიჩქარის ტოლფასია!
  • როცა გზა მკვეთრ  და ბრმა მოსახვევებს მოიცავს შეაჩერე სვლა!   თავი დაიცავი მოულოდნელი საფრთხეებისგან! მოიგე დრო  და გააკონტროლე  გზა!
  • მანქანის სწრაფად მართვა მძღოლის დაბალ პროფესიონალიზმზე  მიუთითებს!

ნელა სვლა უსაფრთხოა! უსაფრთხო გადაადგილება ყველას სურვილია! შეანელე სვლა და გახადე  გზები უსაფრთხო შენი შვილების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის!

შევუერთდეთ მსოფლიოს და დროულად  მივიღოთ  გადაწყვეტილება  სიჩქარის შენელების თაობაზე ! გადავარჩინოთ ათასობით სიცოცხლე!

შეანელე სვლა! შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის!

http://think.direct.gov.uk/speed.html

www.unroadsafetyweek.org