რა უნდა გავაკეთოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6939 ავტო-საგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც  8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.  ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად  დაიღუპა 581 და 9951 ადამიანი დაშავდა. მართალია, 2015 წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 3%-ით, თუმცა დაშავებულთა რაოდენობამ მოიმატა 8%-ით.

ოფიციალური მონაცემებით, საგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზი ტრანსპორტის არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში  მართვა და ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევებია.

ავტომანქანის მართვისდროს   გაითვალისწინეთ:

ნებისმიერი მობილური ტელეფონის, სატელიტური ნავიგაციის ან მსგავსი მოწყობილობის გამოყენება იწვევს  მძღოლის ყურადღების გაფანტგვას. ეს კი საფრთხეს უქმნის, როგორც   გზით  მოსარგებლეს ასევე თავად  მძღოლს.

ფაქტები:

  • კვლევებით დადასტურებულია, რომ ავტოტრანსპორტის მართვისას  მობილური ტელეფონით სარგებლობა  აქვეითებს მძღოლის რისკების შეფასებისა და ადექვატური რეაგირების უნარს;
  • შემოსული ზარი თუ  ტექსტური შეტყობინება  ფრთხილ და გამოცდილ მძღოლსაც კი, უქვეითებს  კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარს;

რჩევები

  • გამორთე მობილური მანქანის დაქოქვამდე!
  • მანქანის მართვისას  თავი აარიდე ზარების პასუხს ყურთსასმენიანი ტელეფონის სარგებლობის შემთხვევაშიც კი!
  • გაითვალისწინე, სატელეფონო ზარი იწვევს საგზაო მოძრაობიდან მძღოლის ყურადღების გადატანას!
  • მობილურის გამოყენებამდე გააჩერე მანქანა უსაფრთხო ადგილზე!
  • არ დაურეკო სხვას, როცა ის მართავს მანქანას!
  • მაშინაც კი, როცა ზარის ადრესატი 112 ან 999-ა, ეცადე ისარგებლო პორტატული ტელეფონით!

საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილემ: ქვეითმა, მგზავრმა, მძღოლმა უნდა გაითავისოს   პასუხისმგებლობა, დაიცვას კანონი და თავისი არასწორი ქმედებით საფრთხე არ შეუქმნას არც საკუთარ თავს და არც სხვას.

შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის!

http://think.direct.gov.uk/mobile-phones.html