კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება. 

თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი.

თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21%  იქნება დაავადებული.

ზოგიერთ ქვეყანაში, ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედს აქვს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და წლიურ სამედიცინო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ზოგად მოსახლეობაში, სიმსუქნე ხელს უწყობს გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ოსტეოართროზის, კიბოს, ფსიქიკური დარღვევების, ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარებას, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, იწვევს ძილის აპნოეს (სუნთქვის შეწყვეტა).

გარდა ამისა, სიმსუქნე ცხოვრების ხარისხს აქვეითებს  და ზრდის სიკვდილიანობის რისკს. 

არსებული მონაცემებით, სიმსუქნე ასევე თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და  თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების უდიდეს რიკს- ფაქტორს წარმოადგენს.

მსუქანი და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, (ნორმალური წონის მქონე ადამიანებთან შედარებით), თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის განვითარების 2-დან 7-მდე მეტი შანსი აქვთ. 

სიმსუქნეს - ჰიპერტონიის, დიაბეტი 2-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  „ხარჯზე“, ირიბი გზით მივყავართ თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარებამდე; თირკმელების გაძლიერებული მუშაობა კი, მათი პირდაპირ გზით დაზიანებას იწვევს.

წონის კონტროლმა, შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარება შეაფერხოს. 

თირკმლის მწვავე დაზიანება ძირითადად სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ. 

თირკმლის მწვავე დაზიანება უეცრად ვითარდება, ხშირად ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს და ძირითადი მიზეზის აღკვეთის შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება; თუმცა, შესაძლებელია მძიმე შორეული შედეგები და შესაბამისად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. 

 

http://www.who.int/life-course/news/events/world-kidney-day-2017/en/#