ყვითელი ცხელების ვაქცინაციის რეკომენდაციები საერთაშორისო მგზავრებისთვის ბრაზილიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 20.03.2017

2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით, ყვითელი ცხელების ვირუსი განაგრძობს გავრცელებას ბრაზილიის ატლანტიკის სანაპიროს მიმართულებით იმ რაიონებში, რომლებიც აქამდე არ ითვლებოდა ყვითელი ცხელების რისკის ზონად.

ყვითელი ცხელების ვირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები ადამიანებში აღირიცხა რიო-დეჟანეიროს შტატში, ხოლო სან პაულოს შტატში მიმდინარეობს კვლევა ეპიზოოტურ და ადამიანებში არსებულ შემთხვევებზე. ამ დრომდე, ადამიანებში არ დაფიქსირებულა ყვითელი ცხელების ვირუსული ინფექციის შემთხვევა, რომლის გადამტანი  ურბანულ პირობებში  არის Aedes aegypiti.

შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნომ განსაზღვრა, რომ რიო დეჟანეიროს შტატი - ქალაქ რიო დე ჟანეიროსა და ნიტეროის ურაბანული ტერიტორიების გარდა, ასევე სან პაულოს შტატი, ქალაქ სან პაულოსა და კამპინას გარდა უნდა ჩაითვალოს ყვითელი ცხელების გავრცელების რისკის ზონად.

აქედან  გამომდინარე, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ საერთაშორისო მგზავრებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ რიო დე ჟანეიროს და სან პაულოს შტატების ზემოაღნიშნულ ადგილებში.

ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის სამდივნოს ამჟამინდელი რჩევა საერთაშორისო მზგავრებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ბრაზილიის რისკის ზონად მიჩნეულ ადგილებში არის შემდეგი:

-          ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ვაქცინაცია გამგზავრებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) მეშვიდე დანართის შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ყვითელი ცხელების ვაქცინის ერთჯერადი დოზაც საკმარისია ყვითელი ცხელების წინააღმდეგ მდგრადი და მუდმივი იმუნიტეტის განვითარებისთვის. ყვითელი ცხელების აცრის უკუჩვენების მქონე მგზავრებმა (9 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსული ან მეძუძური ქალები, კვერცხის ცილის ანტიგენების მიმართ განსაკუთრებული სენსიტიურობის და მწვავე იმუნოდეფიციტის მქონე პირები) ან 60 წელს გადაცილებულმა პირებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია პროფესიონალებთან;

-          კოღოსგან დაკბენის წინააღმდეგ ზომების მიღება;

-          ყვითელი ცხელების სიმპტომების და ნიშნების ცოდნა;

-          ყვითელი ცხელების სიმპტომების და ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ყვითელი ცხელების გავრცელების ზონებში მგზავრობისას და დაბრუნებისთანავე.

მიმდინარეობს ყვითელი ცხელების გავრცელების რისკის ზონად მიჩნეული ახალი ტერიტორიების განსაზღვრა და მოხდება რეგულარული ინფორმირება სიახლეების შესახებ.