ბავშვების უსაფრთხოება

როგორ ვუზრუნველყოთ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება?

ყოველწლიურად, მსოფლიოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 186 300 ბავშვი იღუპება, ე.ი. დღეში 500 ბავშვზე მეტი.

ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანდა 2000-ზე და დაიღუპა 70-ზე მეტი ბავშვი. საგზაო შემთხვევების მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქვეითად მოსიარულეები და ბავშვები მიეკუთვნებიან.

საგზაო ავარიების შედეგად,  სამწუხაროდ, უამრავ ჩვენს ახლობელს ვკარგავთ, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, უფრო მეტი ყურადღება გვმართებს.

რა ზომები უნდა იქნას მიღებული ქვეითად მოსიარულე ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის?

  • დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების წესები;
  • ჩვენი ქცევით გავხდეთ ბავშვებისთვის სამაგალითო;
  • ვასწავლოთ ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების წესები;
  • ვუზრუნველყოთ სიჩქარის შემზღუდველი საინჟინრო ინფრასტრუქტურა - განივი რეზინის ამობურცული ზოლები, სკოლებისა და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში;
  • ვიზრუნოთ სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სავალი გზის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის დახვეწაზე;
  • გავუწიოთ ადვოკატირება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შეზღუდვას; კერძოდ, ევროპული სტანდარტის შესაბამისი დღის და ღამის საათებში კარგად ხილვადი  30კმ/სთ-მდე სიჩქარის ლიმიტის მაჩვენებელი  საგზაო ნიშნების არსებობას;
  • მივყვეთ საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს;
  •  არ მივცეთ ბავშვებს უფლება დასხდნენ წინა სავარძლებზე;
  •  გამოვიყენოთ ბავშვთა  უსაფრთხოების სპეციალიზირებული  სავარძლები;

 გაითვალისწინეთ:

  • 12 წლამდე ბავშვის მანქანის  წინა   სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია;
  • არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სპეციალიზირებული სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია; 
  • არ გამოიყენოთ  ბავშვთა მეორადი უსაფრთხოების სპეციალიზირებული სავარძელი;
  • უსაფრთხოების სავარძელი შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით;
  • დარწმუნდით, რომ ავტომობილში   ბავშვის სპეციალიზირებული უსაფრთხოების სავარძელი სათანადოდ არის დამონტაჟებული;
  • ბავშვთა უსაფრთხოების სპეციალიზირებული სავარძელი საგზაო შემთხვევებით განპირობებული  სიკვდილობისა და სერიოზული დაზიანებების ალბათობას 80%-მდე ამცირებს;
  • ბავშვის შემაკავებელი ღვედის ან სპეციალიზირებული სავარძლის გამოუყენლობის შემთხვევაში  უმნიშვნელო ავტოკატასტროფაც კი, სავალალო შედეგით სრულდება;

 

                              

 რა ვითარებაშია დასაშვები ბავშვების მგზავრობა სპეციალიზირებული უსაფრთხოების სავარძლის გარეშე:

მაშინ, როცა ბავშვს უხდება მგზავრობა ტაქსით, კერძო (არასაკუთარი) ავტომობილით, მიკრო ავტბუსით  ან ავტობუსით. 

ყველა აღნიშნული  გარემოების დროს გაითვალისწინეთ:

  • 3 წლის და მეტი ასაკის შემთხვევაში მოათავსეთ ბავშვი ტრანსპორტის უკანა სავარძელზე და გამოიყენეთ უფროსებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ღვედი;
  • 3 წელზე ნაკლები ასაკის შემთხვევაში უმჯობესია ბავშვი მოათავსოთ უსაფრთხოების სპეციალიზირებულ სავარძელში. მისი არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენოთ უკანა სავარძელზე არსებული უსაფრთხოების ღვედი;
  •  სხვა შემთხვევაში ბავშვის მგზავრობა დაუშვებულია.

 

                     

გავერთიანდეთ, ერთად გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას, დავიცვათ მათი უფლებები და გადავარჩინოთ ათასობით ბავშვის სიცოცხლე!

https://www.safekids.org/international-walk-school-day

https://www.gov.uk/child-car-seats-the-rules/when-a-child-can-travel-without-a-car-seat

http://www.childcarseats.org.uk/choosing-using/using-child-car-seats/