შეხვედრა ცენტრში 31.03.2017

შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის საგრანტო პროგრამების მხარდაჭერით ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, აღნიშნული პროგრამებით დაგეგმილ ღონისძიებებს შორის გადაფარვების გამოვლენისა და აღმოფხვრის, ასევე სერვისების ინტეგრაციის შესაძლებლობების შესწავლისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. 

დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ და მსგავს საკითებზე ექსპერტული მოსაზრებების გაზიარება, შესაბამისი სტრატეგიებისა და პროგრამების ფარგლებში ცალკეული მომსახურებების ინტეგრაციის შესაძლებლობების შეფასება და ახლოვადიანი ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა. დისკუსია გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე, სადაც სამივე დაავადების პრეველენტობა მაღალია.

შეხევდრას ესწრებოდნენ შრომის, განმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების საქართველოს ოფისის, რეგიონული ჯანდაცვის ცენყტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების, სამედიცინო დაწესებუ ლებების წარმომადგენლები. 

შეთანხმდა, შეიქმნას სერვისების ეფექტიანობისა და ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფი თითოეული დარგის სულ მცირე 3 ექსპერტის წარმომადგენლობით, რომელიც რეგულარული შეხვედრების ფორმატში უზრუნველყოფს პროგრამების ეფექტიანობის გაზრდისა და ინტეგრაციის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავებას. 

 

იხილეთ ფოტოალბომი