ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას და ყურადღებას ამახვილებს  ამ პრობლემასა და მის გადაჭრის გზებზე.

წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია.

დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ეხება ნებისმიერი ასაკის თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. იგი იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და ზემოქმედებს ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარზე; ადამიანი, რომელსაც უვლინდება დეპრესია, სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს   სამსახურში,   სკოლასა   თუ   ოჯახში; ზოგჯერ, ეს მდგომარეობა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის ნგრევის მიზეზი ხდება. დეპრესიამ   შესაძლოა,  ადამიანი   თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. იგი  სიკვდილობის  მეორე   წამყვანი მიზეზია 15-29 წლის ასაკში.

არსებობს დეპრესიის პერევენციისა და მკურნალობის სხვადასხვა საშუალება. დეპრესიის, მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ადამიანების მხრიდან სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ძიების ზრდას. 

http://www.who.int/campaigns/world-health-day/2017/event/en/

მეტი ინფორმაცია