შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან 05.04.17

2017 წლის 5 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა. 
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა გატარების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს “C” ჰეპატიტის ელიმინაციის და სხვა გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით დასახული ღონისძიებების, ასევე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის #473 დადგენილებით დამტკიცებული “ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმები“ -ს განხორციელების გზები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია

 

 

იხილეთ ფოტოალბომი

http://www.ncdc.ge/Media/PhotoAlbum/5306