ვიზიტი ლუგარის ცენტრში 06.04.2017

2017 წ. 6 აპრილს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი - ბატონი დევიდ გორდონი და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ქალბატონი თამარ სანიკიძე დელეგაციასთან ერთად.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ შეხვედრაზე სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო დკსჯეც / "ლუგარის ცენტრის" ძირითადი მიმართულებები და შესაძლებლობები. მან ხაზი გაუსვა "ლუგარის ცენტრის" ბაზაზე არსებულ სამეცნიერო-კვლევით პოტენციალს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სტაჟიორებსა და დიპლომის შემგომი განათლების მქონე პირებს გაიღრმავონ ცოდნა კვლევითი პროექტების საფუძველზე. 
 ბატონმა ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ორი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამის: აშშ CDC / სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლებისა (FELTP) და "ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის" (BMJ) კლინიცისტებისთვის ელექტრონული საგანმანათლებლო პლატფორმის შესახებ, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. 
შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს "ლუგარის ცენტრი".

იხილეთ ფოტოალბომი