საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

19-23 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში იმართება ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრება წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სშჯსდ სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და დარგის კლინიცისტები.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამაში შედის ცხრა მოხსენება საქართველოდან, მათ შორის სამი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან.

19 აპრილს გაიმართა FIND-ის შეხვედრა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს დელეგაციის მიერ. 

EASL 2017-ზე, კონგრესის ისტორიაში პირველად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და EASL-ის ორგანიზებით პროგრამული, სპეციალური სესია დაეთმობა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებს. სესიაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო მიმართულებების შესახებ. 

 

იხილეთ ფოტოალბომი