ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
გრიპის პოსტერები
ზიკა ვირუსი - კოღოს კბენის პრევენცია მოგზაურთათვის
მიკრო ნუტრიენტები

საკვები დანამატი — ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომლებიც ეძლევა პროდუქტს მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, რათა გააუმჯობესოს მისი ხარისხი, გემო, დაცვა და კონსერვაცია.

არქივი>>
პუბლიკაციები
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში - მოკლე მიმოხილვა 2016
არქივი>>
გარემოსა და ჯანმრთელობის მე-6 მინისტერიალი 13-15.06.2017

2017 წლის 13-15 ივნისს საქართველოს დელეგაციამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონი ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო გარემოსა და ჯანმრთელობის მე-6 მინისტერიალში, რომელსაც მასპინძლობდა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა ქ. ოსტრავაში. 

მინისტერიალი მიმდინარეობდა გარემოსა და ჯანმრთელობის პროცესის ეგიდით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისის, გაერთაიანებული ერების გარემოს პროგრამისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, შესაბამისი სააგენტოების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობი ორგანიზაციების წამომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ ცენტრის გენრალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე, გარემოსა და ჯანმრთელობის სამმართველის უფროსი ნანა გაბრიაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო გოხელაშვილი. 

ბატონი ამირან გამყრელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე "გარემო და ჯანმრთელობა ევროპის რეგიონში - არსებული ვითარება და პერსპექტივები" რომელშიც მან მინისტერიალის მონაწილეებს გააცნო უკანასკნელ წლებში გარემოსა და ჯანმრთელობის მიმართულებით საქართველოში მიღწეული პროგრესი, მიმართულებები, რომლებიც დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის, მაგრამ ასახულია გარემოსა და ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმებში. 

კონფერენციის მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.euro.who.int/…/sixth-ministerial-c…/documentation

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია