ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე 10.07.2017
2017 წლის 10 ივლისს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე
 
მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე
 
პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები.
 
10 ივლისიდან C ჰეპატიტის სკრინინგის გაფართოების, ბავშვების იმუნიზაციით მოცვის, ორსულთა ანტენატალური სერვისებით მოცვის, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისათვის სამიზნე ჯგუფების სკრინინგით მოცვის გაზრდისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების და ქ.თბილისის პირველადი ჯანდაცვის სექტორის ჩართულობით იგეგმება ხანგრძლივადიანი ერთობლივი კამპანია.
 
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია თითოეული თბილისელისათვის ზემოაღნიშნული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობისა და გამოყენების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
 
აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია