ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
გრიპის პოსტერები
ზიკა ვირუსი - კოღოს კბენის პრევენცია მოგზაურთათვის
არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2017 წლის 17-21 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“, ფონდ „აი ია“-ს და შპს „კინდ-სმენას“ ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო და სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, იგეგმება ერთკვირიანი ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა ასაკის სმენის დარღვევების ადრეული გამოვლენის და ახალშობილთა სმენის სკრინინგის გაფართოების ხელშეწყობას.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ და ფონდი „აი ია“-ს მიერ გადაეცემა 5-5 ერთეული ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატურა შემთხვევათა რეგისტრაციის და მიდევნების სისტემით, რომლებიც განთავსდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების კრიტერიუმებით შერჩეულ 10 სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 17-19 ივლისს, აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ მიერ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგების ციკლი ახალშობილთა სმენის სკრინინგის ტექნიკური შესრულების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, 20 ივლისს ამავე ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი, იუტას უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ვაითი ჩაატარებს ლექციას თბილისის სამედიცინო დაწესებულებების პეროსნალისთვის (ნეონატოლოგები, პედიატრები, ოტორინოლარინგოლოგები) ადრეული ასაკის სმენის დარღვევების თემატიკაზე, ამავე დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, ხოლო 21 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საზეიმო ვითარებაში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორ ორგანიზაციებს შორის.  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 1000 ახალშობილიდან დაახლოებით 1-დან 5 ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ან ადრულ ასაკში გამოვლენილი სენსონევრული სიყრუე ან მწვავე თუ ღრმა ხარისხის სმენის დარღვევა, რაც იწვევს მეტყველების, ვერბალური კომუნიცაციის და კოგნიტიური უნარების შენელებულ განვითარებას, ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის, სასწავლო პროგრამების ათვისების და ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას.

საქართველოში, ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამების განხორციელება დაიწყო 2007-2008 წლებიდან, რომელიც მომდევნო პერიოდში გაფართოვდა მუნიციპალური და დონორული (ევროკავშირის დაფინანსებით) პროგრამების ამოქმედებით. დღეისათვის, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამა ფარავს მხოლოდ ქ. თბილისში დაბადებული ახალშობილების სკრინინგულ კვლევებს, მუნიციპალური პროგრამით მოცულია აჭარის რეგიონში დაბადებული ახალშობილები, ხოლო ევროკავშირის პროექტი უზრუნველყოფს იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების მოცვას. ამასთან ერთად, 2016 წელს აშშ „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ დონაციით, დამატებით ოთხ რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებას გადაეცა ახალშობილთა სმენის სკრინინგის აღჭურვილობა.

2016 წელს, როგორც სახელმწიფო პროგრამით, ასევე მუნიციპალური და დონორული დაფინანსებით, პირველადი სკრინინგული კვლევებით სულ გამოკვლეულ იქნა 31 838 ახალშობილი, მათ შორის მძიმე IV ხარისხის სმენის დაქვეითება გამოვლინდა 13 შემთხვევაში.

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, დღეისათვის, ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგის მაჩვენებელი შეადგენს სულ ქვეყანაში დაბადებულ ახალშობილთა 57%-ს. ზემოაღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, დამატებით 10 დაწესებულების ჩართვა მოცვის პროგნოზულ მაჩვენებელს გაზრდის დაახლოებით 6%-ით, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია 2018 წლის სამიზნე მაჩვენებლის - 100%-იანი მოცვის მიღწევის მიმართულებით.

 

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია