ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
შეხვედრა - „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერება საქართველოში“-04.09.2017

2017 წ. 4 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილ იქნა პროექტის „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერება  საქართველოში“ მიმდინარე შედეგები. ცენტრის ხელმძღვანელობის, პროექტის მენეჯერის, მოწვეული პედიატრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი დისკუსიების შედეგად გაზიარებულ იქნა კონსულტაციები მომავალში შესაბამისი ინტერვენციების გასატარებლად.

აღნიშნული პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება 2015 წლიდან აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. პროექტის  მიზანს წარმოადგენს მიკრონუტრიენტთა დეფიციტის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოპოვება და ზედამხედველობის ეფექტური სისტემის ფორმირება.

აღნიშნული პროექტი ატარებს პილოტურ ხასიათს და ხორციელდება მიკრონუტრიენტთა დეფიციტის არსებული მდგომარეობის შესწავლისა და სენტინელური (საყრდენი ბაზის) მიდგომის გამოყენებით. მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ძირითადი მახასიათებლების, გეოგრაფიული, სოციალური, ეთნიკური, აგრეთვე მალნუტრიციის და კვებითი ჩვევების შესახებ არსებული მონაცემების გათვალისწინებით კვლევისთვის შერჩეულია 4 რეგიონი (თბილისი, კახეთი, აჭარა, სამეგრელო). სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები (ასაკი 12-24 თვე; 12-13 წელი) და ორსულები. სამიზნე ჯგუფების გამოკვლევა ხდება ნუტრიციოლოგიურ ინდიკატორებზე (რკინა, იოდი, ფოლიუმი). მიღებული შედეგები და გამოცდილება განსაზღვრავს სისტემის შემდგომი განვითარების ძირითად მიმართულებებს.

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია