ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 2017 წლის 11-14 სექტემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) წარმატებით განხორციელებაში მისი გამოცდილების შესახებ. 

2017 წლის სექტემბერი - ალცჰეიმერის დაავადების მსოფლიო თვე

2017 წლის სექტემბერში ალცჰეიმერის დაავადება მეექვსედ აღინიშნება გლობალურად. მისი გზავნილი „გახსოვდე“, დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

21 სექტემბერს ალცჰეიმერის დაავადების  საერთაშორისო დღე  აღინიშნება. გლობალური კამპანია მსოფლიოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის დაძლევას ეძღვნება. 

 

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
2017 წლის სექტემბერი - ალცჰეიმერის დაავადების მსოფლიო თვე

2017 წლის სექტემბერში ალცჰეიმერის დაავადება მეექვსედ აღინიშნება გლობალურად. მისი გზავნილი „გახსოვდე“, დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

21 სექტემბერს ალცჰეიმერის დაავადების  საერთაშორისო დღე  აღინიშნება. გლობალური კამპანია მსოფლიოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის დაძლევას ეძღვნება.

ალცჰეიმერის დაავადება (ალცჰეიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც 1906 წელს პირველად აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა. დემენცია პროგრესირებადი ან ქრონიკული სინდრომია, რომლის დროსაც უფრო მეტი ხარისხით ხდება აზროვნების უნარის (ანუ კოგნიტიური ფუნქცია) დეგრადაცია და დაქვეითება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი დაბერების პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას ახასიათებს. დემენციის დროს ხდება მეხსიერების, აზროვნების, აღქმის, მეტყველების, ორიენტაციის უნარის, გაგების, მსჯელობისა და გააზრების დაქვეითება. ალცჰეიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 46.8 მილიონზე  მეტ ადამიანს მოხუცებულობის დემენცია აღენიშნება. ექსპერტების პროგნოზით, 2050 წლისთვის ამ ციფრმა შეიძლება 132.5 მილიონს მიაღწიოს. ალცჰეიმერი და დემენცია ყველაზე მეტად  აზიის ქვეყნებშია გავრცელებული. ევროპაში დაავადებულთა რაოდენობა 10.5, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 9.4 მილიონს შეადგენს.

საქართველოში ალცჰეიმერის დაავადებით ავადობა  მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2012 წელს დაავადების - 311, 2013 წელს - 372, 2014 წელს - 403, 2015 წელს - 501, 2016 წელს კი ალცჰეიმერის დაავადების 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ალცჰეიმერით დაავადებულთა სრული რაოდენობა, 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 1768-ს შეადგენს.

ალცჰეიმერის დაავადებას ახასიათებს:

  • მეხსიერების მკვეთრი პროგრესირებადი  დაქვეითება
  • ოჯახის წევრების სახელების დავიწყება
  • საცხოვრებელი სახლის მისამართის დავიწყება
  • ხასიათის მკვეთრი შეცვლა, დეპრესია, გულგრილობა, ადვილად გაღიზიანებადობა და აგრესიულობა
  • ძილის ციკლის დარღვევა

ალცჰეიმერის დაავადების განვითარების საავარაუდო რისკის ფაქტორებია:

  • ასაკი 60 წლის ზევით
  •  ოჯახური ანამნეზი
  • წარსულში თავის ტრავმა
  • სქესი მდედრობითი
  • სიმსუქნე
  • თამბაქოს მოხმარება
  • მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტეროლი
  • შაქრიანი დიაბეტი
  • საკვებ რაციონში ხილის და ბოსტნეულის ნაკლებობა
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა

პრევენცია გულისხმობს ზემოთ აღნიშნული რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, მეხსიერების გაუმჯობესებას. მეხსიერების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია: ჭადრაკის თამაში, კროსვორდების და თავსატეხების ამოხსნა, ენების შესწავლა.

 

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია