ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 2017 წლის 11-14 სექტემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სხდომაზე ბუდაპეშტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე საუბრობს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) წარმატებით განხორციელებაში მისი გამოცდილების შესახებ. 

2017 წლის სექტემბერი - ალცჰეიმერის დაავადების მსოფლიო თვე

2017 წლის სექტემბერში ალცჰეიმერის დაავადება მეექვსედ აღინიშნება გლობალურად. მისი გზავნილი „გახსოვდე“, დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

21 სექტემბერს ალცჰეიმერის დაავადების  საერთაშორისო დღე  აღინიშნება. გლობალური კამპანია მსოფლიოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის დაძლევას ეძღვნება. 

 

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
სეზონური გრიპის ვაქცინაცია 13.10.2017

2017 წლის 13 ოქტომბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე 

სეზონური გრიპის ვაქცინაცია                                            

პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი და დარგის ექსპერტები.

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. სეზონური გრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისათვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ჟურნალისტებმა ჩაიტარეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

 

გრიპი

 

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია