ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები (2005) - პროექტი "Voices of the Region"

 

გრიპის პოსტერები
არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია 25.11.2016

2016 წლის 25 ნოემბერს, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში და ორგანიზაციამ - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა.

ღონისძიების მიზანი იყო საგზაო კანონპროექტის და მასში შემავალი საკითხების (ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირება. ა.შ) შესახებ ჩატარებული კვლევის/საზოგადოების დამოკიდებულების გაცნობა ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის.

“ალიანსისა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა მოსახლეობის დამოკიდებულება (მძღოლების და ქვეითების) საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - ბატონი ნილს სკოტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ბატონი დავით ხუციშვილი, ქალაქ თბილისის მერი - ბატონი დავით ნარმანია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი - ბატონი ამირან გამყრელიძე, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოალბომი

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია