ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია
იმუნიზაციის აპლიკაცია მობილურებისთვის
20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
გრიპის პოსტერები
არქივი>>
პუბლიკაციები
სენფორდის ანტომიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში - მოკლე მიმოხილვა 2016
არქივი>>
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა 9-10.03.2017

2017 წლის 9-10 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით ჩატარდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ საელჩოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გილეადისა და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები. 

საქართველოში უკვე ორი წელია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის ძირითადი მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოქმედო გეგმის 2016-2020 განხორციელების შეფასება და ორი წლის მუშაობის შედეგების ანალიზი. 

გაიმართა დისკუსიები ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, პროგრამის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და გამოწვევების დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა სკრინინგი, C ჰეპატიტით დაავადებულთა მოვლა და მკურნალობა. 

2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირება და ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის. 

სტრატეგია ამბიციურია, თუმცა მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა  უკვე არსებობს. მართალია არ არსებობს  C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მის მკურნალობაში. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა 90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის. 

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამ მხრივ უნიკალურია, რამეთუ თანამედროვე ანტივირუსული მკურნალობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის სრულიად ხელმისაწვდომია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ბოლო ორი წლის განმავლობაში განკურნებულ ადამიანთა რიცხვი შთამბეჭდავია. 

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია. ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში, რომელთა მისამართები მითითებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდებზე: www.moh.gov.ge, www.ncdc.ge. ან შესაძლებელია შეიტყოთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზების მეშვეობით: 15 05, 2 553 939. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ ჩატარებული 2015 წლის პოპულაციური კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის სეროპრევალენტობა მოზრდილ მოსახლეობაში შეადგენს  7.7%, ხოლო დაავადების აქტიური ფორმის პრევალენტობა  5.4%-ს. 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისათვის საქართველო მიზნად ისახავს დაავადებულთა 90%-ის გამოვლენას, გამოვლენილთა 95%-ის მკურნალობას და ნამკურნალებ პაციენტთა არანაკლებ 95%-ის განკურნებას.  

ჯანმოს აივ/შიდსის დეპარტამენტისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის დირექტორის, დოქტორ გოტფრიდ ოტო ჰირნშალის თქმით: ,,უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, რათა ადამიანები არ კვდებოდნენ  ჰეპატიტით, ეს კი მოითხოვს საჭირო სერვისებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობის დაუყოვნებლივ გაზრდას ყველასათვის.“ 

 

დაწესებულებები, სადაც მიმდინარეობს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი

მოსახლეობის უფასო, ნებაყოფლობითი სკრინინგი C ჰეპატიტზე

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

პირველი დღე

მეორე დღე

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია