ეპიდსიტუაცია
გრიპის ეპიდსიტუაცია
არქივი>>
საკითხები
საქართველო ხდება ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი
მობილური აპლიკაცია

„თავს ვანებებ“ სმარტფონის უფასო აპლიკაციაა, რომელიც ეხმარება მწეველს მართოს თამბაქოს მოხმარების სურვილი და განწყობა და ასევე აკონტროლოს მოწევისათვის თავის დანებების პროგრესი.

20 წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში
სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

არქივი>>
პუბლიკაციები
რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო
რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის 2014 წლის კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება

 

არქივი>>
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებში იწვევს ინტელექტუალურ შეზღუდულობას. დაავადება გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში და მისი გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი გახდა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი. სწორედ ეს გენეტიკური ცვლილება იწვევს დაუნის სინდრომის განვითარებას.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო  მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას. თუმცა დისკრიმინაცია დაუნის სინდრომის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ  სხვადასხვა დონეზე არსებობს. ასეთი დამოკიდებულება ვნებს არა მარტო ინდივიდებს, რომელთაც პირადად ეხებათ ეს პრობლემა, არამედ მთელს საზოგადოებას.

შესაბამისი მხარდაჭერის და შესაძლებლობების პირობებში ყველა ინდივიდს, რომელიც ცხოვრობს დაუნის სინდრომით, შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი  საზოგადოების განვითარებაში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისგან და უზრუნველყოფს ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობებს.“

ბან კი–მუნი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

 

2017 წლის დევიზია

"ჩემი ხმა საზოგადოებას"

2017 წელს ჩვენი მთავარი ყურადღების საგანია მივცეთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს (და მათ დამცველებს) საშუალება აიმაღლონ ხმა, მოუსმინონ მათ  და შეძლონ მოახდინონ გავლენა მთავრობის კანონებსა და მოქმედებებზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისინიც  ჩართული იყვნენ სრულად და თანაბარ პირობებში, საზოგადოების ყველა ასპექტში.

აცრების ეროვნული კალენდარი
ლუგარის ლაბორატორია