გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით აქტივობებს სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსებზე.

ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს გრიპისმაგვარი დაავადებებისა და მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების კვლევის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში.

2007 წლიდან ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს საქართველოს გრიპის ნაციონალური ცენტრის სტატუსი და მისი ძირითადი მიზნებია: საქართველოში მოცირკულირე გრიპის ვირუსების მონიტორინგი; გრიპის ვირუსის ახალი ქვეტიპების დროული დეტექცია  – განსაკუთრებით პანდემიური საფრთხის მქონე ვირუსების; გრიპის შტამების მუდმივი გაზიარება ჯანმო-ს გრიპის კოლაბორაციულ ცენტრებთან ვაქცინის შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.

ლაბორატორია ახორციელებს გრიპის ვირუსებთან დაკავშირებულ კვლევებს, როგორიცაა გრიპის ვირუსების დეტექცია რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (Influenza A, H1, H3, H1p, H5, H7N9, Influenza B); გრიპის ვირუსების იზოლაცია უჯრედულ კულტურაზე (MDCK); სუბტიპირება ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების რეაქციით და სეკვენირება. 

სხვა რესპირატორული ვირუსების დეტექცია ხორციელდება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით. ამჟამად შესაძლებელია ისეთი რესპირატორული პათოგენების იდენტიფიკაცია, როგორიცაა: კორონავირუსები MERS-CoV, HKU, 229, 43, 63; პარაგრიპის ვირუსები 1, 2, 3, 4; ადამიანის მეტაპნევმოვირუსი A/ B; რინოვირუსი, რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი A/B; ენტეროვირუსი; პარექოვირუსი; ბოკავირუსი; ადენოვირუსი; მიკოპლაზმა პნევმონია.

განსაკუთრებით საშიში პათოგენების ლაბორატორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩამოყალიბდა 1937 წელს შექმნილი შავი ჭირის

საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის ბაზაზე, შექმნის დღიდან მისი ფუნქცია იყო განსაკუთრებით

საში ინფექციებზე ზედამხედველობა, კერძოდ ბუნებრივ კერებზე ყოველწლიური მეთვალყურეობა,

გამომწვევების ცირკულაციის დროული დადგენა ბუნებრივ მტარებლებსა და გადამტანებში, საზღვაო

პორტებისა და აეროპორტების მუდმივი კონტროლი გარედან განსაკუთრებით საში ინფექციების

შესაძლო შემოტანის თავიდან აცილებისათვის, სამედიცინო სისტემის მუდმივი მზადყოფნის

უზრუნველყოფა ეპიდემიების შესაძლო აღმოცენების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გრიპი
გრიპის სეზონი და მიმდინარეობა საქართველოში

გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) გამოყენება ფლორიდის უნივერსიტეტის SEER ლაბორატორიაში, აშშ
გრიპის კვლევა შინაურ ცხოველებში საქართველოში
გულ-სისხლძართვთა დაავადებების გავრცელების თავისებურებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და რისკის ფაქტორები გავრცელების თავისებურებები მსოფლიოში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ), სადღეისოდ განიხილება, როგორც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში. 2008 წელს აღწერილი 17 მილიონზე მეტი სიკვდილის შემთხვევიდან, 3 მილიონზე მეტი რეგისტრირებულია 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში და ამ შემთხვევათა უმეტესი ნაწილის პრევენცია იყო შესაძლებელი.

გლობალური ალიანსი ქრონიკული რესპირაციული დაავადებების წინააღმდეგ სტრატეგია

I. წინასიტყვაობა.  ქრონიკული რესპირაციული დაავადებების გლობალური ალიანსი წარმოადგენს ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და საერთაშორისო სააგენტოების ნებაყოფილობით კავშირს, რომლებიც მუშაობენ იმისათვის, რომ მთელს მსოფლიოში ყველამ ისუნთქოს თავისუფლად. ტექნიკურ და სამდივნო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

გლობალური ფონდი

2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ ათასწლეულის მიზნების დეკლარაციაში სხვა მიზნებთან ერთად პირველად მსოფლიო საზოგადეობამ მიზნად დაისახა აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და სხვა მაღალი სიკვდილობის გამომწვევი ინფექციური დაავადებების დამარცხება.

ამ მიზნის განხორციელებისთვის და მსოფლიო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით 2002 წელს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი შეიქმნა. ფონდის კონცეფცია მარტივი იყო. ქვეყნებმა უკვე იცოდნენ თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი ამ დაავადებებთან საბძოლველად, ხოლო ფონდის მიზანი იყო ამისთვის საჭირო თანხების მობილიზება და ქვეყნებისთვის გრანტების სახით გაცემა.

ტუბერკულოზი, ერთ დროს დავიწყებული დაავადება, კვლავ იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად, განსაკუთრებით შიდსის ეპიდემიის ფონზე და წარმოადგენს აივ ინფიცირებულთა სიკვდილობის წამყვან მიზეზს. კიდევ უფრო საგანგაშოა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული შტამების სწრაფი გავრცელება.

2003 წლიდან დღემდე შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლისთვის საქართველოს გლობალური ფონდიდან მიღებული აქვს 94.9 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა პროგრამებზე შემდეგნაირად ნაწილდება - შიდსი 61%, ტუბერკულოზი 36% და მალარია 3%.

გლობალური ფონდის დაფინანსების წყალობით ქვეყანამ შეძლო დაენერგა ძირითად მოწყვლად პოპულაციებზე გამიზნული შიდსის პრევენციის თანამედროვე ეფექტიანი მიდგომები, გაეძლიერებინა შიდსისა და ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებების ბაზები და უზრუნველეყო პაციენტებისთვის ხარისხიანი მკურნალობის და მოვლის მომსახურების მიწოდება. გლობალური ფონდის დაფინანსებით საქართველომ შეძლო მიეღწია მალარიის სრული ელიმინაციისთვის, გლობალური ფონდის პროექტების ფარგლებში შეძენილი პირველი და მეორე რიგის ანტირეტროვირუსული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების საშუალებით 2300 ზე მეტ შიდსით დაავადებულს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, 5000-ზე მეტ   ახალგამოვლენილ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა ეფექტინი მკურნალობა. 

2014 წლის 1 აპრილიდან აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღები საქართველოში სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გახდა, რომელიც  მასთან გაფორმებული #GEO-T-NCDC და #GEO-H-NCDC ხელშეკრულებების ფარგლებში „ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ და „საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამებს ახორციელებს.

 

საიტის მისამართი www.prncdc.ge

გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!

ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა წლის ამ სეზონზე ბევრი საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება.  დასვენებასთან ერთად თუ გაითვალისწინებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ძნელი არ არის თავიდან აიცილებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა: A ვირუსული ჰეპატიტი,

განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხა
გორის ლაბორატორიული უზრუნველყოფის სადგური
განსაზღვრებების და მაჩვენებლების ლექსიკონი

განსაზღვრებების და მაჩვენებლების ლექსიკონი

გაიგეთ მეტი შიდსის შესახებ

 რა არის შიდსი?[i]

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

შიდსს იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების  ბოლო სტადიას წარმოადგენს,  როდესაც  ძირითადი კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება.

გრიპის პანდემიისათვის მზადყოფნის და რეაგირების ეროვნული გეგმა
განცხადება

გაცნობებთ, რომ ქ.თბილისის მუხიანის, კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში ადამიანთა ჯგუფები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით მოსახლეობას გარკვეული თანხის საფასურად სთავაზობს სხვადასხვა სახის სადეზინფექციო მომსახურებას. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ცენტრი არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ ჯგუფებთან.

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საქართველოს პილოტური შეფასების ანგარიში

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საქართველოს პილოტური შეფასების ანგარიში

გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა

შემუშავდა „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“  ძირითადი გრძელვადიანი მიზნები

ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავება. განსახილველად შემუშავდა შემდეგი ძირითადი გრძელვადიანი მიზნები:

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი სეულში, კორეა

ა.წ. 7-9 სექტემბერს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ექსპერტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ სეულში ახალი ტიპის ინფექციური დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და რეაგირებისკენ მიმართულ ღონისძებებზე სამსჯელად. დაახლოებით 500 ექსპერტი და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი 44 ქვეყნიდან  დაესწრო გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მეორე მაღალი დონის შეხვედრას სეულში.

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი სეულში, კორეა

ა.წ. 7-9 სექტემბერს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ექსპერტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ სეულში ახალი ტიპის ინფექციური დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და რეაგირებისკენ მიმართულ ღონისძებებზე სამსჯელად. დაახლოებით 500 ექსპერტი და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი 44 ქვეყნიდან  დაესწრო გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მეორე მაღალი დონის შეხვედრას სეულში.

გრიპის სეზონი დაიწყო

ვირუსი, ვაქცინა და ისტორია... თქვენ იკითხეთ გრიპის შესახებ და ისურვეთ გენახათ ფაქტების მულტიმედიური შემაჯამება?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის გლობალური პროგრამა წარმოგიდგენთ 14 წუთიან YouTube ვიდეო რგოლს გრიპის შესახებ 6 ენაზე.

გულის მსოფლიო დღე 03.10.2015

2015 წლის 3 ოქტომბერს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა „გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“.

გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, 27-28 ოქტომბერი, 2015 წელი

2015 წლის 27-28 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გრძელდება გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გასაფერადებელი
გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა 22.01.2016

2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის ბოლოსთვის, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს კვლავ არ აჭარბებს და პოლიკლინიკური მიმართვიანობის ინტენსივობა  საშუალოდ ქვეყანაში შეადგენს 273-ს 100 000-ზე (არ აღემატება ეპიდემიურ ზღურბლს 450-500 მიმართვა 100 000 მოსახლეზე).

გრიპის მიმდინარეობა, 22.01.2016
გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა და დამატებითი რეკომენდაციები
გრიპის მიმდინარეობა 2016-2017
გრიპის მიმდინარეობა 2015-2016
გრიპი - რეგულარული პრევენციული ღონისძიებები

თითოეულ ჩვენთაგანს ყოველდღიური პრევენციული ღონისძიებების გატარებით შეუძლია დაიცვას თავი და  შეამციროს სეზონური გრიპისა და გრიპის მაგვარი სხვა რესპირატორული ვირუსული დაავადებების გავრცელების რისკი.  

გრიპი - ზოგადი რეკომენდაციები
გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში, სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში

დღეისათვის საქართველოში ათასობით ადამიანმა გადაიტანა გრიპი გართულების გარეშე. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მძიმე შემთხვევების მართვისათვის. მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება საქართველოს ჰქონდა 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებზე, როდესაც დომინირებდა A/H1p ვირუსი.

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ოფიციალური გვერდი

გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ოფიციალური გვერდი

გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ დარგთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან

XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, უსაფრთხო საკვები და გარემო, ოჯახის დაგეგმარება და სხვა) იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს;
ვაქცინაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან – დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი B,
ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტუბერკულოზი, ცოფი, ყვითელი ცხელება, ტიფი, იაპონური ენცეფალიტი, ჩუტყვავილა, ადამიანის პაპილომა ვირუსი, მენინგოკოკი, ჰერპეს ზოსტერი და სხვა;

იმუნიზაციის პროგრამების საშუალებით ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის 3 მილიონამდე შემთხვევა, ხოლო 750 000 ბავშვი იქნა გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი დარღვევებისგან;

2000-2013 წლებში მსოფლიოში წითელას კომპონენტიანი ვაქცინის პირველი დოზით
გლობალურმა მოცვამ 73%-დან მიაღწია 84%-ს, ხოლო მეორე დოზით მოცვა გაიზარდა 15%-დან 53%-მდე;

აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეშვეობით თავიდან იქნა აცილებული 15,6 მლნ წითელათი გარდაცვალების შემთხვევა;

მიუხედავად ამისა, ევროპის რეგიონშიც კი 2014 წელს რეგისტრირებულია წითელას 16 156 შემთხვევა, რაც ორჯერ ნაკლებია 2013 წელან შედარებით (32 174); დიდი ეპიდაფეთქებები იყო გერმანიაში, იტალიაში, ყირგიზეთში, ბოსნია – ჰერცოგოვინაში, საქართველოში; შემთხვევების 40%-ზე მეტი მოდის 20 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე;

ჯანმოს შეფასებით 2008 წელს მსოფლიოში 199,000 5 წლამდე ასაკის აივ უარყოფითი ბავშვი გარდაიცვალა ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ (ჰიb) ინფექციით და 476,000 პნევმოკოკური ინფექციით;

ამავე შეფასების მიხედვით, ყველა მიზეზით გამოწვეულ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობაში 2% მოდის ჰიb ინფექციაზე, ხოლო 5% – პნევმოკოკურ ინფექციაზე.

გაყიდვის ადგილებში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის და პოპულარიზაციის ზეგავლენა ბავშვებზე

გაყიდვის ადგილებში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის და პოპულარიზაციის ზეგავლენა ბავშვებზე

გილოცავთ სისხლის დონორის მსოფლიო დღეს!

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა! 

მნიშვნელოვანი ფაქტები სისხლის დონაციის შესახებ: 

სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის. 

• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელების თავისებურებები, 2013

 

გულის მსოფლიო დღე - 29 სექტემბერი

გულის მსოფლიო დღე აღინიშნება 29 სექტემბერს. ამ თარიღის აღნიშვნას  დასაბამი დაედო 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, რასაც მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, იუნესკომ და სხვა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციებმა. 

გზამკვლევი სამოქმედო გეგმისთვის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თბური ტალღების გავლენისგან

 გზამკვლევი სამოქმედო გეგმისთვის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თბური ტალღების გავლენისგან

გზამკვლევი სამოქმედო გეგმისთვის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თბური ტალღების გავლენისგან

გზამკვლევი სამოქმედო გეგმისთვის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თბური ტალღების გავლენისგან

გრიპის ეპიდსიტუაცია
გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი 12-14.10.2016

2016 წლის 12-14 ოქტომბერს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ჩატარდა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი. 

გრიპის პოსტერები
გრიპის პოსტერები
გლობალური ალიანსი ქრონიკული რესპირაციული დაავადებების წინააღმდეგ სტრატეგია
გარემო და ჯანმრთელობა
გლაუკომის მსოფლიო კვირეული 2017

გლაუკომის მსოფლიო  კვირეული აღინიშნება ა.წ. 12-18 მარტს.

კვირეულს, გლაუკომის მსოფლიო ასოციაციისა WGA (World Glaukoma Association) და გლაუკომის მქონე პაციენტთა მსოფლიო ასოციაციიის WGPA (World Glaukoma Patient Association) ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი და ბოლო 8 წლის მანძილზე დიდი წარმატებით ტარდება. აღნიშნული ორგანიზაციების მიზანს გლაუკომით გამოწვეული სიბრმავის მინიმუმამდე დაყვანა და გლაუკომით დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.