დაშვება

ლუგარის ცენტრში დაშვებისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს მიმღებ პირს

დენგე

დენგე არის ინფექცია, რომლის გადამტანია კოღო.  გვხვდება მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ბოლო წლებში, ურბანულ და ნახევრად ურბანულ რაიონებში მისმა გავრცელებამ განსაკუთრებით იმატა, რაც საერთაშორისო ჯანდაცვისათვის  უდიდეს შემაშფოთებელ ფაქტორს წარმოადგენს.

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?  ფიტნეს კლუბშიც ვერ დადიხარ: რადგან არც საშუალება გაქვს, არც დრო და არც ტერიტორიულად გეწყობობა ხელი?“  “რატომ უნდა იყო რეგულარულად ფიზიკურად აქტიური?“ ამაზე პასუხს ეხლავე გაგცემ.

დეპრესია

რა არის დეპრესია?

დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს

დიარეა

რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ

დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად  თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს.  დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა 

დანართი 1 დიარეების ეპიდზედამხედველობის ფორმები
დებულება
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (პროგრამული კოდი 35 03 02 09)

პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის გზით.

პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ კომპონენტებს:

  • ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფას: 

◊ В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და HBsAg მტარებელი (დადებითი) დედებისგან დაბადებული ახალშობილების В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას; 

◊ სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარებას (აივ-ინფექცია/შიდსზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. С ჰეპატიტის ჩაღრმავებული კვლევები კი ტარდება „С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის" მიმწოდებელ დაწესებულებებში, აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული პირობებით, პაციენტის მიმართვის საფუძველზე). 

  • ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევას, რაც გულისხმობს სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით.
დიფთერია

რა არის დიფთერია?

დიფთერია - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერით. ხასიათდება  ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინოზული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით. დაავადების გამომწვევია Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები.

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი (პროგრამული კოდი 35 03 02 01)

პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფა.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი;
  • ბავშვთა ასაკის განვითარების შეფერხება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი;
  • ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა;
  • დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი.
დენგეს ვირუსითა და სხვა არბოვირუსებით გამოწვეული ცხელებით მიმდინარე დაავადებების ეპიდემიოლოგია საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ინტეგრაცია: თანამშრომლობა თურქეთის ქალაქ ყარსის უნივესიტეტის საცავში დაცული ჯილეხისა და ბრუცელოზის შტამების მოლეკულური დახასიათების ფარგლებში
დყტ+ჰეპB+ჰემოფილუს ტიპი b 1
დყტ+ჰეპB+ჰემოფილუს ტიპი b 2
დყტ+ჰეპB+ჰემოფილუს ტიპი b 3
დყტ
დტ
დაიწყო განაცხადთა მიღება `სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის~ (გელსსკრპ) 2015 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად

დაიწყო განაცხადთა მიღება `სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის~ (გელსსკრპ) 2015 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად. სწავლება დაიწყება 2015 წლის 7 სექტემბერს

დედათა სიკვდილიანობის ეპიდკვლევა 2013

შესავალი

ათასწლეულის განვითარების მე-5 მიზანი: დედათა სიკვდილიანობის ¾-ით შემცირება

დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათასწლეულის  მე-5 მიზნის შეფასების ინდიკატორს წარმოადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დედათა სიკვდილიანობას განმარტავს, როგორც ქალის  სიკვდილს, ორსულობისას ან ორსულობის დასრულებიდან  42 დღის განმავლობაში (ორსულობის ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად), რომელიც გამოწვეულია ორსულობასთან დაკავშირებული ან ორსულობისა და მისი მართვის შედეგად გამწვავებული ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ არა უბედური შემთხვევისა ან შემთხვევითი გარემოებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-10 გადახედვის მიხედვით, დაავადებათა კლასიფიკაციის სისტემაში შემოღებულ იქნა ახალი კონცეფცია, დედათა გვიანი სიკვდილიანობის შესახებ (ორსულობის დასრულების 43-ე დღიდან ერთი წლის განმავლობაში–WHO, 2004)

 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი და ასევე ისინი, ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვაა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა

"SAI Global“-ის ცენტრალური ოფისის ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოლექტივი გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის გამო

წყალდიდობის შემდგომ გადამდებ  დაავადებათა გავრცელების რისკის შემცირების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გატყობინებთ:

ა) 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეული რისკებისგან;

ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;

გ) წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების  მოსამზადებლად;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის სტიქიით დაზარალებულ კერებში მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს და აძლევს შემდეგ რჩევებს
  • ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში მიმართეთ სამაშველო სამსახურს;
  • დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი;
  • არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები და ექსპერტები სტიქიით დაზარალებულ კერებში (სვანიძის ქუჩა, მზიური, ლაგუნა ვერე) მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს აძლევენ რჩევებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები და ექსპერტები სტიქიით დაზარალებულ კერებში (სვანიძის ქუჩა, მზიური, ლაგუნა ვერე) მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს აძლევენ რჩევებს ყოველდღიურად.

დონაციის კვირეული

 

დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS)

დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (დზეის) მიზანია ადამიანის და ცხოველთა დაავადებების მონიტორინგისა და პრევენციის გაძლიერება და მხარდაჭერა „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში და აგრეთვე საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების (IHR) 2005 უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სისტემის საკვანძო მოდულებია: ადამიანის დაავადებების შემთხვევების მოდული, ვეტერინარული დაავადებების შემთხვევების მოდული, ვეტერინარული აქტიური ზედამხედველობის მოდული, ვექტორული ზედამხედველობის მოდული, ლაბორატორიული მოდული, ადმინისტრაციული მოდული, საყრდენი ბაზებით ზედამხედველობის მოდული, გადახრის ანალიზის მოდული და ანალიტიკური მოდული, რომელიც ასევე მოიცავს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) შესაძლებლობებს. დზეის-ის მეშვეობით ხდება შემთხვევის მონაცემების, დაავადება-სპეციფიური ინფორმაციის, შესაბამისი ნიმუშებით და შემთხვევასთან დაკავშირებული ლაბორატორიული მონაცემების და ჯამური მონაცემების მართვა. სისტემა უსაფრთხო და საიმედო კავშირის საფუძველზე აგროვებს და ავრცელებს მონაცემებს ახლო რეალური დროის რეჟიმში, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას დესკტოპიდან (ინსტალირებადი ვერსია), ვებ-იდან და მობილური მოწყობილობებიდან, რისი საშუალებითაც ხდება დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ეროვნული ქსელის სხვადასხვა დონეების და ასევე სამინისტროების დაკავშირება. დზეის-ი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის საშუალებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფექციური დაავადებების კომპიუტერული საინფორმაციო სისტემისთვის (CISID) და ასევე მონაცემთა ავტორიზირებულ მიმოცვლას სხვა ელექტრონულ სისტემებთან ე.წ. ღია არქიტექტურის მოდულის გამოყენებით. მათ შორის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისთვის. დზეის-ის კონფიგურაცია მორგებადია ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად, როგორიცაა დაავადებების ჩამონათვალი, ოფიციალური ანგარიშები, დაავადება-სპეციფიური კვლევის ფორმები და სხვა.

დზეის-ი პირველად დაინერგა საქართველოში 2004 წელს: პროგრამა დაყენდა სამ ობიექტზე: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (დკსჯეც) და ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (ქუთაისის სჯც), რომლის ქვე-ობიექტებად დაყენდა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო; ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (სმსლ), რომლის ქვე-ობიექტებად დაყენდა ვეტერინარული ლაბორატორიები დუშეთში, მარნეულში, გორსა და გურჯაანში. დღეისათვის დზეის-მა განიცადა შემდეგი მოდიფიცირება: ალფა ვერსია, ბეტა ვერსია, ვერსია 1, ვერსია 2, ვერსია 3, ვერსია 4 და ვერსია 5. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაყენებულია და გამოიყენება დზეის-ის მე-6 ვერსია.


2010 წელს დზეის-ის ქსელი გაფართოვდა და მოიცვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა რეგიონალური და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ამის პარალელურად, სისტემაში ჩაიტვირთა ოფიციალური ყოველთვიური და წლიური ანგარიშგების ფორმები (ფორმა IV-03 და ფორმა IV-03/1) ელექტრონული ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით.

2011 წელს, დკსჯეც-მა გამოაცხადა დზეის-ის სატესტო ექსპლუატაციის პერიოდის დაწყება ქვეყნის მასშტაბით: 1 თებერვლიდან ყველა რეგიონალური და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და დკსჯეც-ის ფილიალებს დაევალათ სისტემის ყოველდღიურად გამოყენება, როგორც ქაღალდის ფორმატიდან დზეის-ით ელექტრონულ ანგარიშგებაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი. დკსჯეც-ის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: 2012 წლის მაისში, სამინისტრომ გასცა ბრძანება #01-27N, რომლის საფუძველზე დზეის-ი დამტკიცებულ იქნა როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტების და უწყებების ოფიციალური ანგარიშგების სისტემა.

ამჟამად, დზეის-ის ქსელი საქართველოში მოიცავს 190 ობიექტს, რომელთა შორის 90 ობიექტი მიეკუთვნება ჯანდაცვის სამინისტროს, 97 ობიექტი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ობიექტებს და 3 ობიექტი კი ამ ორი სამინისტროსთვის საზიაროა. 
ჯანდაცვის სამინისტროს ობიექტები წარმოდგენილია დკსჯეც-ით და მისი ფილიალებით, რეგიონალური და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მობილური სადგურებით საველე სამუშაოებისთვის. სისტემას იყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების 350-ზე მეტი თანამშრომელი, ხოლო მათ მუშაობაზე დაკვირვებას ახორციელებს დკსჯეც-ის მიერ დამტკიცებული ადმინისტრატორთა ჯგუფი. დკსჯეც-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) პერსონალი უზრუნველყოფს სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას. სისტემის კონფიგურაცია მორგებულია შჯსდს-ს მოთხოვნების შესაბამისად და მოიცავს შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების სიას, ნიმუშების და ლაბორატორიული ტესტის ტიპების ჩამონათვალს, დაავადება-სპეციფიური კვლევის ფორმებს და განახლებულ ოფიციალურ ანგარიშს „ფორმა IV-03“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, დზეის-ში მუშაობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური, რაიონული და ცენტრალური დონეების ვეტერინარები, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის დაქვემდებარებაში არსებული რეგიონალური ფილიალები. ამჟამად დზეის-ი გამოიყენება როგორც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.

 

აშშ თავდაცვის დეპარტამენტმა, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ შეიმუშავა დზეის-ი ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) ფარგლებში. ამერიკული კომპანია „Black and Veatch“ წარმოადგენს ამ სისტემის გენერალურ კონტრაქტორს. შემდეგ დაწესებულებებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე წვლილი შეაქვთ დზეის-ის შემუშავების პროცესში: აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR), ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი (USAMRIID), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), საზღვაო სამედიცინო კვლევითი ცენტრი (NMRC), აკადემიური ჩართულობის პარტნიორობა (AEP), შეიარაღებული ძალების ჯანმრთელობისა და ეპიდზედამხედველობის ცენტრი (AFHSC) და კორპორაცია Northrop Grumman. დზეის-ის თანადაფინანსება ხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხრიდან.

 

საიტის მისამართი  https://eidss.ge/ka-GE/Account/Login

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

 

დედათა სიკვდილიანობის ეპიდკვლევის შედეგები 2014

 

დაბადებასა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ელექტრონული ცნობის ფორმების და შემთხვევა - ორიენტირებული ელექტრონული ამბულატორიული ფორმა 025-ის წარმოების ტრენინგის მასალები
დევიდ ჰოლის გაცილება

2015 წლის 7 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოეწყო აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს საქართველოში ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი (DTRA/ CBEP) ბატონი დევიდ ჰოლის გაცილება.

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2015

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილიდან მილიონამდე 5-წლამდე ასაკში იღუპება.

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2015

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილიდან მილიონამდე 5-წლამდე ასაკში იღუპება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი "საქართველო და მსოფლიოში" გამოქვეყნებულ ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არ შევდივართ დისკუსიაში სილვერმანის დაუსაბუთებელ და პროვოკაციულ განცხადებებთან, რომელიც პერიოდულად ჩნდება პრესაში თუ ტელევიზიაში და ოდნავაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი არაკეთილად განწყობილი ქვეყნებისა და ადამიანების ინტერესებს.

დადგენილება №592

2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დაიწყო განაცხადთა მიღება `სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (სკსელსპ) 2016 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად.

დაიწყო განაცხადთა მიღება `სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (სკსელსპ) 2016 წლის საკლასო ჯგუფის შესადგენად. სწავლება დაიწყება 2016 წლის 31 მაისს სწავლება მიმდინარეობს ქ. თბილისში. 

დროებითი რეკომენდაციები მოგზაურთათვის ზიკა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს 14 ქვეყანაში: (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ასევე კარიბის აუზი)

რეკომენდაციები მოგზაურთათვის ვრცელდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც დაფიქსირებულია და გრძელდება ზიკა ვირუსის გავრცელება. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია: ბრაზილია, კოლუმბია, ფრანგული გვინეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარტინიკი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინემი, ვენესუელა, პუერტო რიკო.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წლის აქტივობები - ფოტოკოლაჟი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წლის აქტივობები - ფოტოკოლაჟი

   

დყატ+ B ჰეპ +ჰიb+იპვ (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV)
იცავს დაავადებისგან

 

იცავს დაავადებებისგან
დიფთერია ტეტანუსი ყივანახველა B ჰეპატიტი
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b
პოლიომიელიტი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება კუნთში, ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე,  შუა მესამედში

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე
ენცეფალოპათიები (მაგ. კომა, გონების დაკარგვა, პროლონგირებული კრუნჩხვა ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში;
პროგრესირებადი ნევროლოგიური აშლილობები - ბავშვთა ასაკის აფებრილური კრუნჩხვები  ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველის კომპონენტის  გარეშე);
არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ენცეფალოპათია (გადადეთ ვაქცინაცია ნევროლოგიური სტატუსის გარკვევამდე და სტაბილურობამდე).

 

გაფრთხილება

 

ცხელება > 40,5°C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
კოლაფსი ან შოკის მსგავსი სტატუსი ე.წ. ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსიული ეპიზოდი არაუგვიანეს  48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
კრუნჩხვები  არაუგვიანეს  3 დღისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი და/ან ტირილი > 3 საათის განმავლობაში  და არაუგვიანეს  48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
საშუალო სიმძიმის  ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი  რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია,  ქრონიკული ტონზილიტი,  ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია,  ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი  ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული  პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ  პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის  რეპროდუქციული ასაკი.

 



დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
იცავს დაავადებისგან

 

დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5  მლ- ს, აცრა კეთდება კუნთში, 2 წლამდე ასაკში ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე შუა მესამედში, ზედა ასაკში - დელტისებური კუნთის ზედა მესამედში.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
ენცეფალოპათიები (მაგ.  კომა,  გონების დაკარგვა, პროლონგირებული კრუნჩხვა ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში;
პროგრესირებადი ნევროლოგიური აშლილობები - ბავშვთა  ასაკის აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება  ყივანახველის კომპონენტის გარეშე);
არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ენცეფალოპათია (გადადეთ ვაქცინაცია ნევროლოგიური სტატუსის გარკვევამდე და სტაბილურობამდე).

 

გაფრთხილება

 

ცხელება  > 40,5°C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
კოლაფსი  ან შოკის მსგავსი სტატუსი  ე.წ. ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსიული ეპიზოდი არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების  შემდეგ;
კრუნჩხვები არაუგვიანეს 3 დღისა ვაქცინის წინა დოზის მიღების  შემდეგ;
შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი  და/ ან ტირილი > 3 საათის  განმავლობაში და არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების  შემდეგ;
საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ  ან ზომიერად  გამოხატული ადგილობრივი რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის  ჩრდილის  გადიდება;
ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა,
დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი  მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.

 



დიფთერია-ტეტანუსი (DT)
იცავს დაავადებისგან

 

დიფთერია
ტეტანუსი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო  დოზა შეადგენს  0,5 მლ- ს, აცრა კეთდება 2 წლამდე ასაკში ბარძაყის  ანტეროლატერალურ ზედაპირზე შუა მესამედში, ზედა ასაკში - დელტისებური კუნთის ზედა მესამედში.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის  წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

 

გაფრთხილება

 

გიენ-ბარეს სინდრომი აცრიდან <6 კვირის განმავლობაში ვაქცინის  წინა დოზის მიღებიდან  (ტეტანუსის ტოქსოიდის გამო);
საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის  წინა დოზაზე;
პერინატალური  ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური  დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია,  ქრონიკული ტონზილიტი,  ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია,  ასთმა,  პოლინოზი,  ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების  სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური  დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა  ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას  დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული  ასაკი.

 



დიფთერია
გამომწევი  ბაქტერია

 

გამომწევია  ბაქტერია (Corynebacterium diphtheriae) რომელიც სასუნთქ გზებში მოხვედრის შემდეგ გამოიმუშავებს ტოქსინს და იწვევს მწვავე დაავადებას. 2-3  დღის განმავლობაში  ცხვირში და ყელში ჩნდება სქელი ნადები (ე.წ. ფსევდომემბრანა), რომელიც ართულებს სუნთქვის და ყლაპვის პროცესს.  ტოქსინი შესაძლებელია  მოხვდეს სისხლში და გამოიწვიოს  გულის, ფილტვების, თირკმლების და ნერვული სისტემის დაზიანება.

 

გადაცემის გზები

 

გადადის ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ხველის ან ცემინების დროს რესპირატორული წვეთების საშუალებით,  დაბინძურებული ნივთებიდან, იშვიათად შესაძლებელია გადაეცეს  დაზიანებული  კანის საფარველიდან.

 

სიმპტომები

 

ზოგადი ინტოქსიკაცია, ხახის,  ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, იშვიათად სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსის ფიბროზული ანთება.

 

გართულებები

 

სუნთქვის უკმარისობა  და შეჩერება, გულის კუნთის დაზიანება, პოლინეიროპათია, ფილტვების დაზიანება, ლეტალური გამოსავალი.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს მაშტაბით მუდმივად ახორციელებს ენტომოლოგიურ მონიტორინგს. მიმდინარე მონიტორინგითა და საარქივო მონაცემებით, კუს ტბის მიდამოებში მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი გამოვლენილი არ არის. კუს ტბის მიდამოებში ასევე არ გვხვდება დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები.

დასკვნითი შეხვედრა - ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში 29.07.2016

201წლის 29 ივლისს სასტუმრო „თბილისი რუმსიში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის დასკვნითი შეხვედრა ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ დაჯილდოვდა 28.09.2016

ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის  (IDFI) მიერ დაჯილდოვდა როგორც  ყველაზე გამჭირვალე დაწესებულება 2016 წელს  სპეციალური პრიზით: ‘’2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ 

დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 6.76 მილიონი ადამიანი - მეტისმეტად დაბინძურებული ჰაერის პირობებში ცხოვრობს.  

დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2016

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. 17 ნოემბერი დღენაკლულ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი პირველად აღინიშნა 2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2016 წლის აქტივობები - ფოტოკოლაჟი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება. წელიწადის მესამე თვე და რიცხვი 21 დაუნის სინდრომის აღსანიშნავად შემთხვევით არ შერჩეულა: დაუნის სინდრომი ეს 21-ე ქრომოსომის ტრისომიაა.  

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა საქართველოს საზოგადოებისადმი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 1.5 მილიონი ქალია; 600 000-ზე კი მეტი მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება.