ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2013-2015

უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტუბერკულოზის ეპიდემიასა და მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზთან (MDR-ტბ) ბრძოლაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წლიდან საქართველოში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების, გავრცელება და სიკვდილობა სტაბილურად მცირდება.

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

2013 წლის 20-26 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულს.

ტყვია კარგად ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მას აქვს უნარი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოიწვიოს ფართო სპექტრის ჯანმრთელობის დარღვევები, მათ შორის ნევროლოგიური ხასიათის, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება და  სხვა.

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

ტრავმა-დაზიანება განისაზღვრება, როგორც გარეგანი აგენტის ან ძალის უეცარი ზემოქმედებით ორგანიზმის ფუნქციური და სტრუქტურული დაზიანება.

ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა

ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური, ეკოსისტემებსა  და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით.

ტრანსპორტი  გავლენას ახდენს, კერძოდ:

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი

1) რა არის ტუბერკულოზი?

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა.

 

ტუბერკულოზის მართვა (პროგრამული კოდი 35 03 02 07)

პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.

პროგრამა/კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

  1. ეპიდზედამხედველობა, რომელიც მოიცავს: 

•  ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების კვლევას:

•  ფილტვის ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტების ეპიდკვლევა წარმოებს სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით. კონტაქტირებულად ითვლება როგორც ოჯახური, ასევე სხვა ახლო კონტაქტში მყოფი პირები.  ფილტვგარეშე ტუბერკულოზის კონტაქტები საჭიროებს კვლევას იმ შემთხვევაში, თუ ტუბერკულოზით დაავადებული აივ ინფიცირებულია ან 5 წლამდე ასაკის ბავშვია;

•  გამოვლენილი კონტაქტების რეფერალს დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობისთვის ამბულატორიული სერვისის მომსახურების მიმწოდებელთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით (მ.შ. პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების რეფერალს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად).

• მეთვალყურეობიდან დაკარგულ პაციენტებთან და პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებთან (რომლებიც იმყოფებოდნენ ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე) მუშაობას:

•  მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას;

•  მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების რეფერალს მკურნალობის გასაგრძელებლად ამბულატორიული სერვისის მომსახურების მიმწოდებელთან, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით;

•  პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფ პირთა მოძიება და დადგენა – გააგრძელეს თუ არა შესაბამისი მკურნალობა სამოქალაქო სექტორში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მათი რეფერირება მკურნალობის გასაგრძელებლად;

•  დადგენილ  ვადაზე ადრე  ტუბერკულოზის საწინააღმდეგომკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების მოძიება და მკურნალობის პროცესში მათი ხელახლა ჩართვის ღონისძიებების განხორციელება;

2. ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკას, რომელიც გულისხმობს ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების ლაბორატორიულ დადასტურებასა და მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკურ კვლევებს და მოიცავს:

•  ნახველის/საკვლევი მასალის (მ.შ. ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე სწრაფი მარტივი ტესტირებით მიღებული საეჭვო დადებითი სისხლის ნიმუშების) ტრანსპორტირებას;

•  სპეციფიკურ ლაბორატორიულ კვლევებს (მ.შ. პილოტურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში ნახველის კვლევა ჯინექსპერტ აპარატზე);

•  ხარისხის კონტროლს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში;

•  ტუბერკულოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის საჭირო იმ მასალით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა, რომელიც არ ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ.

3. ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონულ მართვას და მონიტორინგს (გლობალური ფონდის თანადაფინანსებით), რაც თავის მხრივ მოიცავს:

•  ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობასა და მონიტორინგს, მათ შორის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

•  ზედამხედველობის ოქმების და გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში შესყიდული წამლებისა და პაციენტზე ორიენტირებულ სარგებელთა პაკეტის (პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისება) შესახებ ანგარიშგებას;

•  ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტთა სარეგისტრაციო ჟურნალების ზედამხედველობას და გამოვლენილ ნაკლოვანებათა ოპერატიულად აღმოფხვრას;

•  რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვას და უზრუნველყოფის მონიტორინგს;

4. ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების (სრულად)და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების არაუმეტეს 25%-ის) შესყიდვას, მიღებას და ტრანსპორტირებას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);

5. სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი წახალისების საშემოსავლო გადასახადისა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა (თვეში არაუმეტეს 300 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსებას.

6. პაციენტებისთვის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

 

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

  ტრავმა-დაზიანება განისაზღვრება, როგორც გარეგანი აგენტის, ან ძალის უეცარი ზემოქმედებით ორგანიზმის ფუნქციური და სტრუქტურული დაზიანება. ტრავმატიზმი დაზიანებათა ორ ძირითად კატეგორიას მოიცავს: შემთხვევითს და გამიზნულს. შემთხვევით დაზიანებას მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ვარდნა, დამწვრობა, დახრჩობა, რეაკრიაციულ-სპორტული შემთხვევები და ა.შ.

ტულარემიის ეპიდემილოგია და ეკოლოგია საქართველოში
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სიახლეები
ტოქსიგენური E.coli–ის მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართ-ვე¬ლო¬ში
ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 20-26 ოქტომბერი 2013
ტდ
ტრენინგები

მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია ტრენინგების ჩატარება შემდეგი მოდულების მიხედვით:
     • კლასიფიკატორების შემსწავლელი ტრეინინგი:
           √ ICD-10
           √ ICPC-2
           √ NCSP
           √ ლაბორატორიული ჩარევების კლასიფიკატორი
     • სტატისტიკური ანგარიშგების შემსწავლელი ტრეინინგი.

ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: statistics@ncdc.ge.

ტუბერკულოზი და სტიგმა, ძირითადი ფაქტები ტუბერკულოზზე

სტიგმა სტერეოტიპების კომპლექსია, რომელიც რადიკალურად ცვლის დამოკიდებულებას, როგორც საკუთარი ისე სხვა ადამიანებისადმი და პიროვნების იდენტობის დამაკნინებელ ატრიბუტს წარმოადგენს. ძველი ბერძნები სტიგმას უწოდებდნენ 

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 24.03.2014

2015 წლის 24 მარტს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისია 

ტომ რაშის გაცილება 25.05.2015

მიმდინარე წლის 25 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოეწყო ბატონ ტომ რაშის გაცილება, რომელიც გახლდათ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს

ტელეკომპანია Россия 24 -ის ჟურნალისტები ლუგარის ცენტრში 02.06.2015

2015 წლის ორ ივნისს რუსეთის ტელეკომპანიის Россия 24 ჟურნალისტები ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის კვლევით ლაბორატორიას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ლაბორატორის დათვალიერება და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები:

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.

ტრენინგი - ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რეგიონალური ტრენინგ-რესურს ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში 17-28.08.2015

2015 წლის 17-28 აგვისტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რეგიონალური ტრენინგ-რესურს ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში.

ტრენინგი - ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის 14-16.09.2015

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) ევროკავშირის პროექტის ფარგლებში (EU/UNICRI) ახორციელებს „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის  რისკის მართვა საქართველოსთვის“ პროექტს, რომლის მიზანია: სამეციდინო და 

ტრენინგი: სისხლის წარმოების ხარისხის მართვა

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Healing”-თან ერთობლივად, აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოში სისხლის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის გაუმჯობესების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, გეგმავს დისტანციური (ონლაინ) სასწავლო კურსის ჩატარებას ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამსახურების/ბანკების პროფესიული კადრების მზადების მიზნით. 

ტრენინგი - ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის 14-16.09.2015

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) ევროკავშირის პროექტის ფარგლებში (EU/UNICRI) ახორციელებს „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის  რისკის მართვა საქართველოსთვის“ პროექტს, რომლის მიზანია: სამეციდინო და 

ტრენინგი: სისხლის წარმოების ხარისხის მართვა

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Healing”-თან ერთობლივად, აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოში სისხლის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის გაუმჯობესების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 

ტრენინგი - British Medical Journal (BMJ)

2015 წლის 6-7 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით იმართება British Medical Journal (BMJ)-ის ორდღიანი ტრენინგები.

ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი მედიკამენტი უკვე საქართველოშია

ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალო ახალი მედიკამენტი ბედაქილინი, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში შრომის, ჯანმრთელობის და 

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 25 – 31 ოქტომბერი

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–31 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის 

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 25 – 31 ოქტომბერი

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–31 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კვირეულზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ტყვიის შემცველ საღებავებზე.

ტრენინგი ცენტრში 19.11.2015

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მიმიდინარეობს ტრენინგი თემაზე - უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა - რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პჯდ სისტემაში.

ტრენინგი ცენტრში 12.11.2015

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ დასრულდა ვებ-ზე დაფუძნებული სწავლება (დისტანციური ონლაინ ტრენინგი) „სისხლის წარმოების ხარისხის მართვის“ თემატიკაზე სისხლის ბანკების/სამსახურების პროფესიული

ტრანს - იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა

ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, მაქსიმალურად იზღუდება ტრანს-ცხიმების გამოყენება კვებით ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღებით გამოწვეული დაავადებების სიმძიმით.

ცხიმოვანი მჟავები ორი ტიპისაა: ნაჯერი და უჯერი. უჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან შედარებით ფართოდაა გავრცელებული ოლეინის, ლინოლის და ლინოლენის მჟავები. მცენარეული ცხიმები ძირითადად უჯერია და თხევადი კონსისტენციისაა. ცხოველური (ძროხის, ცხვრის, ღორის) ცხიმები და მათი პროდუქტები შეიცავენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს და მყარი კონსისტენციისაა (გამონაკლისია თევზის ქონი).

ტელეკომპანია პულსი

ტრენინგების ციკლი ონკოლოგიის საკითხებზე ოჯახის ექიმებისთვის 18.03.2016

2016 წლის 18 მარტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაიწყო ტრენინგების ციკლი ონკოლოგიის საკითხებზე ოჯახის ექიმებისთვის, რომელსაც უძღვებიან ჩეხი და ქართველი ექსპერტები. 

 

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა პარლამენტში 24.03.2016

2016 წლის 24 მარტს საქართველოს პარლამენტმა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტთან თანამშრომლობით პირველად ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე - 24 მარტი, 2016

1982 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882).

ტეტანუსი-დიფთერია (Td)
იცავს დაავადებისგან

 

ტეტანუსი
დიფთერია

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ვაქცინის 1 საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება დელტისებური კუნთის ზედა მესამედში

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

 

გაფრთხილება

 

გიენ-ბარეს  სინდრომი აცრიდან <6 კვირის განმავლობაში  ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან (ტეტანუსის ტოქსოიდის გამო);
საშუალო სიმძიმის  ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია,  ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია,  ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული  პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ  პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური  დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის  რეპროდუქციული ასაკი.

 



ტეტანუსი
გამომწევი  ბაქტერია

 

Cclostridium tetani

 

გადაცემის გზები

 

ბაქტერია ბინადრობს  ცხოველების ფეკალიებში, ნიადაგში, მტვერში და ორგანიზმში  ხვდება დაზიანებული  კანის საფარველიდან. განსაკუთრებულად საშიშია  ნიადაგით  ან ფეკალიებით დაბინძურებული ჭრილობა,  ნაჩხვლეტი ჭრილობა,  დამწვრობა, დაჟეჟილობა და ნეკროზი.ტეტანუსი ასევე შესაძლებელია გავრცელდეს  ქირურგიული  ჩარევების, მწერებისნაკბენის, მოტეხილობების, კბილის ინფექციების, ქრონიკული წყლულების,ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების  შედეგად.ინკუბაციური პერიოდი შესაძლებელია  იყოს 1 დღიდან რამდენიმე  თვემდე (დამოკიდებულიადაინფიცირების ხარისხზე), ჩვეულებრივ  შეადგენს  3-21 დღეს.

 

სიმპტომები

 

თავის ტკივილი,  ყბების სპაზმი,  კუნთების (ხშირად მუცლის) დაჭიმულობა და მტკივნეულობა, ყლაპვის გაძნელება, ცხელება,  ოფლიანობა,  მაღალი არტერიული წნევა.

 

გართულებები

 

ლარინგოსპაზმი, სუნთქვის  გაძნელება, ფილტვის მთავარი არტერიის დაბლოკვა სისხლის შედედებული  კოლტით (ფილტვის არტერიის ემბოლია).

 

ტუბერკულოზი
გამომწევი  ბაქტერია

 

გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია (Mycobacterium Tuberculosiss), რომელიც უფრო ხშირად აზიანებს  ფილტვებს, თუმცა ასევე შესაძლოა  გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების (თირკმელი, ხერხემალი და თავის ტვინი)  ინფექცია. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.

 

გადაცემის გზები

 

ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით ერთი ადამიანიდან მეორეზე. ბაქტერია გამოიყოფა ჰაერში დაავადებული ადამიანის ხველის,  ცემინების, საუბრის დროს.
ტუბერკულოზი  არ გადადის  ხელის ჩამორთმევით, საზიარო ჭურჭლით, თეთრეულით და ტუალეტით, კბილის ჯაგრისით, კოცნით.

 

სიმპტომები

 

ხველა,  რომელიც გრძელდება  3 კვირა ან მეტი,  ტკივილი გულმკერდის არეში,  სისხლიანი ან ნახველიანი ხველა,  ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, წონაში კლება, უმადობა, შემცივნება, ცხელება, ღამის ოფლიანობა.

 

ტუბერკულოზის განვითარების რისკფაქტორებია

 

აივ ინფექცია, მიკობაქტერიით განმეორებითი დაინფიცირება ორი წლის განმავლობაში, სხვა დაავადებები, (მაგ.  დიაბეტი), ალკოჰოლის  ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, წარსულში  არასწორად  ჩატარებული მკურნალობა.

 

ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია 07.06.2016

დღეს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და საქართველოში End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები განიხილეს.

ტრენინგი - კრიზისების მართვისა და რისკის კომუნიკაციის საკითხები

2016 წლის 15-17 ივნისს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით ჩატარდა სწავლება კრიზისების მართვისა და რისკის კომუნიკაციის საკითხებზე (CERC).

ტრავმები, მოწამვლები, და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ტენდენციები
ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

სსიპ ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–29 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კვირეულზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ტყვიის შემცველ საღებავებზე.

ტრავმატიზმის და ძალადობის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 24.03.2017

2017 წლის 24 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ცენტრის შენობა წითლად განათდა 24.03.2017

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ცენტრის შენობა წითლად განათდა.

ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული მხარის ეპიდემიოლოგიებისა და ვეტერინარების შეხვედრა

2017 წლის 19 მაისს, ქალაქ ყვარელში ტარდება ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული მხარის ეპიდემიოლოგიებისა და ვეტერინარების შეხვედრა. შეხვედრის მიზანია, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და ვეტერინარულ საკითხებში გამოცდილების გაზიარებით, მონაწილე მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება.