წწ

წწ

წითელა

წითელა

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
წითელა/წითურას ლაბორატორიული კვლევა
წწყ 1
წწყ 2
წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათარეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

წითელა

რა არის წითელა?

წითელა მწვავე დაავადებაა, რომელის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამინს ჰაერით გადაეცემა. ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულარული) გამონაყარით, ხველებით, რინიტით (სურდო) ან კონიუქტივიტით (თვალების გაწითლება).

წითურა

წითურა მწვავე დაავადებაა, რომელის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამინს ჰაერით გადაეცემა. ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური გამონაყარით, ლიმფადენოპათიით (კეფის, კისრის, ყურისუკანა ჯირკვლების), ართრალგია/ართრიტით.

წითელა/წითურას ნაციონალურ ლაბორატორიას სრული აკრედიტაცია მიენიჭა 2015 წელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის - ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრის წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორიის სრული აკრედიტაციის დამადასტურებელი წერილი.

წყალი და სანიტარია

თანამედროვე საზოგადოების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის რესურსების რაოდენობასა და ხარისხზე. წყალიადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ხოლო უსაფრთხო სასმელი წყლისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

წითელას შემთხვევების რაოდენობა კვირების მიხედვით 01.01.2014 - 09.09.2015

2013 წელს საქართველოში წითელას შემთხვევების უჩვეულო მატება დაიწყო თებერვალში და მაქსიმალურ რიცხვს მიაღწია მაისში. გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან (როგორც ეპიდზედამხედველობის, ასევე იმუნიზაციის მიმართულებით) და ინფექციის სეზონურობიდან გამომდინარე,

წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ/MMR)
იცავს დაავადებისგან

 

წითელა, წითურა, ყბაყურა

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა  კეთდება ღრმად კანქვეშ, მხრის შუა მესამედის გარე ზედაპირზე.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
იმუნოდეფიციტები (მაგ. ჰემატოლოგიური და სიმსივნური წარმონაქმნები, ხანგძლივი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან მძიმე სიმპტომური აივ ინფექცია);
ორსულობა;
არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი;
ანაფილაქსიური რეაქცია  კვერცხის ცილაზე, აცრა  ტარდება ქათმის ფიბრობლასტით ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით

 

გაფრთხილება

 

ანტისხეულების შემცველი სისხლის პროდუქტების უახლესი გადასხმიდან ინტერვალი ≤11 თვე (სპეციფიური ინტერვალი დამოკიდებულია პროდუქტზე);

საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები

 

ცრუ უკუჩვენებები
ვაქცინაცია  ტარდება
მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი  რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი  ხმარების სტეროიდები,
ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.

 



წითელა
გამომწევი

 

გამომწვევია წითელას ვირუსი (Morbillivus, Measles Virus), რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება.

წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

 

გადაცემის გზები

 

ვრცელდება  ჰაეროვანი  გზით, დაინფიცირებული პირისგან  ცემინების და ხველების  დროს.  ასევე,  ვირუსი ორი საათის  განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების  დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.
დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის  შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის  გამავრცელებელი.

 

სიმპტომები

 

მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი.  სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება  წითელი ლაქისებრი  ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე,  მხრებზე და მთელ სხეულზე.

 

გართულებები

 

პნევმონია  (20  შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება  სმენის  დაკარგვით და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10  შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება სმენის  დაკარგვით.
ორსულობის  პერიოდში  წითელა შესაძლებელია გახდეს  ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.

 

წითურა
გამომწევი

 

გამომწვევია წითურას ვირუსი (Rubella Virus) და კონტაგიოზური  დაავადებაა.

 

გადაცემის გზები

 

ვრცელდება  წვეთოვანი  გზით, დაინფიცირებული პირისგან  ცემინების და ხველების  დროს

 

სიმპტომები

 

გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან  და შემდეგ ვრცელდება  მთელ სხეულზე და დაბალი ტემპერატურა. სიმპტომები გრძელდება  2-3  დღის განმავლობაში.უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში  შესაძლებელია გამოიწვიოს სანერწყვე  ჯირკვლების შეშუპება  და სახსრების ტკივილი.

 

გართულებები

 

ორსულობის საწყის პერიოდში დაინფიცირების შემთხვევაში იწვევს ნაყოფის დაზიანებას და თანდაყოლილ დეფექტებს: სიყრუე,  კატარაქტა, გონებრივი  ჩამორჩენილობა, ღვიძლის, ელენთის,  გულის პათოლოგიები (დაახლოებით  20%).