ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხოციელებისადმი მიძღვნილი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

29 სექტემბერს, 15:30 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება – ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის სხდომა 2014 წლის ებოლას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით დასავლეთ აფრიკაში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

8 აგვისტო, 2014 წელი

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის  პირველი შეხვედრა,  რომელიც მოწვეულ იქნა გენერალური დირექტორის მიერ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) ეგიდით 2014 წლის ებოლას ვირუსის დაავადების (EVD) თაობაზე დასავლეთ აფრიკაში, გაიმართა ჟენევის დროით (CET) 2014 წლის 6 აგვისტოს, ოთხშაბათს, 13:00–დან 17:30 საათამდე  და 7 აგვისტოს, 13:00–დან 18:30–მდე.

ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები (ხილი)

არაჯანსაღი კვება მოიაზრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტად არაგადამდებ დაავადებათა რისკებს შორის. არასათანადო ცოდნით და არაჯანსაღი კვებითი ქცევებით მრავალი ქრონიკული დაავადება შეიძლება განვითარდეს (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები,

ჯილეხი

რა არის ჯილეხი?

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია სპორის-წარმომქმნელი ბაქტერია Bacillus anthracisჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა., ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია: როგორ მოხდება პანდემიურ H1N1-ზე გლობალური რეაგირების გადახედვა?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბიბლიოთეკო ინფორმაციული სისტემა (WHOLIS)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბიბლიოთეკო ინფორმაციული სისტემა (WHOLIS) წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას. მისი გამოყენებით შესაძლებელია ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის, აბსტრაქტების, რიგ შემთხვევაში კი - პულიკაციის სრული ტექსტის მოძიება მითითებული  ელექტრონული ბმულების  მეშვეობით. 

ჯილეხის კონტროლის ეროვნული პროგრამის ამუშავება
ჯილეხის დეკონტამინაციის ქსელი
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ძირითადი ფაქტები და ციფრები 

  • დასენიანებული საკვები იწვევს 200-ე მეტ დაავადებას. 
  • საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევია ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, ბიოტოქსინები  და სხვა ქიმიური ნივთიერებები.
  • საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ან/და ქრონიკული დაავადება.  დიარეით დაწყებული და კიბოთი დამთავრებული.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და გენების ექსპრესიის ცვლილებები

ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუძლია, გამოიწვიოს  გენების ექსპრესიის ცვლილებებიც კი, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და იცავს მას ყოველგვარი ტრადიციული რისკ-ფაქტორის ზემოქმედებისგან ...  

აშშ-ს ვინდბერის კვლევითი ინსტიტუტის (Windber Research Institute, USA) მკვლევარები იუწყებიან, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკ-ფაქტორების შემცირების მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური დიეტის, ვარჯიშისა და სტრესის მართვის კვლევითი პროგრამის [i]  შედეგად პროგრამაში მონაწილე პირებმა,  რომლებიც წარმატებით მიჰყვნენ პროგრამას, არამარტო დაიკლეს წონაში, არამედ ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე  დადებითი ცვლილებები აღენიშნათ.[ii]

 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

ცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება; იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს გადამდებ და ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციას. მათი ადრეული გამოვლენა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საზოგადოების დაცულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, სახელმწიფო დანახარჯების ოპტიმიზაციას.

ცენტრი ახორციელებს 9 სახელმწიფო პროგრამას:  დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი; იმუნიზაცია; ეპიდზედამხედველობა; უსაფრთხო სისხლი; პროფესიულ დაავადებათა პრევენცია; ტუბერკულოზის მართვა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; აივ-ინფექცია/შიდსი; ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 35 03 02 11)
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილე

2015 წლის 27 თებერვალს აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (WHO FCTC) ძალაში შესვლის 10 წლისთავი: მრავალი სიცოცხლის გადარჩენის ერთი დეკადა. ამ დეკადის განმავლობაში კონვენციის 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს "ჭკვიანი" შპრიცების გამოყენებისკენ

2015 წლის 23 თებერვალი, ჟენევა - საინექციოდ ერთი და იგივე შპრიცის ან ნემსის გამოყენება 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტალისტიკის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბიბლიოთეკო ინფორმაციული სისტემის ქვეგანაყობი, სადაც ჯანმო-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ რეგულარულად იგზავნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გამოქვეყნებული ახალი ბეჭდური თუ „ონლაინ’’ პუბლიკაციები, რომლის ნაწილი ხელმისაწვდომია ქაღალდის მატარებელზე, ნაწილი კი მხოლოდ ელქტრონულად.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 07.04.2015

ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს პრიორიტეტულ სფეროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებიდან, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემას (ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტთა მისიის ვიზიტი საქართველოში 29.06.2015

2015 წლის ოცდაცხრა ივნისიდან სამ ივლისამდე საქართველოში იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის დირექტორის ელიზაბეტ პაინოვიჩის, პროგრამების მენეჯერის - დოროტა ჯაროსინსკას და ექსპერტის - მიხეილ კრჟიჟანოვსკის 

 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65–ე სესია

2015 წლის 14-17 სექტემბერს ქ. ვილნიუსში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65–ე სესია სადისკუსიო საკითხზე- პარტნიორობა ჯანდაცვაში ევროპის რეგიონში. პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის

ჯილეხის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინები და გარემოს გაუვნებელყოფა
2015  წლის  29 სექტემბერს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე ჯილეხის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინები და გარემოს გაუვნებელყოფა
ჯანმო-ს ევროპის რეგიონის მაღალი დონის კონფერენცია-მინისტერიალი 21-22.10.2015

2015 წლის 21-22 ოქტომბერს ბელორუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში ბელორუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის კონფერენცია-მინისტერიალი „მიდგომები სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობა 2020-ის ფარგლებში“ სლოგანით

ჯანსაღი კვება
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის!

კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ინსულტი, სისმუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები  იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რასაც არასწორი კვება იწვევს. სწორი კვება კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რისკს.

იმისათვის, რომ იკვებო სწორად:

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს!

კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა... ეს იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება, დაბალი ფიზიკური აქტივობა იწვევს.

შენ შეგიძლია შეამცირო  ამ დაავადებების, ასევე, მათგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური ოფისის, გადამდებ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელის Dr Nedret Emiroglu-ს განცხადება გრიპის ვირუსთან დაკავშირებით
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კონფერენციას - „იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის 2015 წლის შედეგები: ანალიზი და მდგრადობა“ უმასპინძლა 21.04.2016

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აგრძელებს პარტნიორობას საბინის ვაქცინის ინსტიტუტთან იმუნიზაციის პროგრამის მდგრადობის ხელშეწყობისათვის და 21 აპრილს დაინტერესებულ მხარეებს სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო და პირველადი

ჯანმრთელობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 35 03 02 11)

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება, ასევე, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რაც ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორების უკეთესი კონტროლისა და გაუმჯობესების საშუალებას წარმოადგენს.

პროგრამის კომპონენტებია:

ა) თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება;

•  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;

•  თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;

•  თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.

ბ) ჯანსაღი კვების შესახებ განათლება;

•  ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში.

•  მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა;

გ) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

•  ალკოჰოლის  რეკლამირების შემცირებისა  და ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის მომზადება;

•  მიზნობრივი ტრენინგების განხორციელება მედია წარმომადგენლებისთვის (1 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან 15-20 წარმომადგენლის დასწრებით, მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით);

•  სოციალური მედიაკამპანია ფეისბუქ გვერდის მეშვეობით;

• ვიდეო რეკლამების გავრცელება ტელევიზიითა და სოციალური მედიით;

•  ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თემის აქტუალიზაცია და ცვლილებების მედია ადვოკატირება;

•  საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება და გავრცელება; 

დ) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა;

•  მტკიცებულებებზე  დაყრდნობით ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;

• სოციალური მედიაკამპანია (ფეისბუქის მეშვეობით ონლაინ გამოკითხვებში სამიზნე აუდიტორიების ჩართულობის უზრუნველყოფა); ინტერაქტიული აქტივობების წარმოება-გამოკითხვები, კითხვები, ყოველთვიური ვიქტორინის წარმოება ფეისბუქის გვერდზე; თემატური საგანმანათლებლო პოსტების მოძიება, ადაპტირება და განთავსება ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფეისბუქის გვერდზე - დღეში მინიმუმ 1 პოსტი და თვეში 1 სტატია; პროფესიონალური ვიზუალის შემუშავება და გავრცელება);

•  პერსონალური, რეალური ვიდეო ისტორიებისა და რგოლების გავრცელება სატელევიზიო და ინტერნეტ მედიით;

•  მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში;

•  მას-მედიის მობილიზება  და  ფიზიკური  აქტივობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები); 

ე) C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა; 

•  მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ;

• რისკის ჯგუფების ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;

• პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება მკურნალობის სქემისა და მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ. 

ვ)  ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენცია;

• ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

• სოციალური მედიაკამპანია ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფეისბუქ-გვერდის და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი გვერდების საშუალებით;

•  ფსიქიკური ჯანმრთელობის მედია ადვოკატირება;

• საზოგადოებისთვის სათანადო მასალისა და გზავნილების შემუშავება, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ნივთიერება დამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერებასა და სოციალურ ინკლუზიას შეუწყობს ხელს;

• 1 პერსონალური, რეალური ვიდეო ისტორიის და 1 სატელევიზიო ვიდეო-რგოლის მომზადება და გავრცელება;

• მედიის წარმომადგენლების მიზნობრივი ტრენინგი: მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების ცოდნის ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოებისთის სათანადო, არამასტიგმატიზირებელი მასალებისა და გზავნილების მოწოდებისათვის (1 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი სფეროს 15-20 წარმომადგენლის მონაწილეობით, მათ შორის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის);

ზ) საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი სჯდ წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ;

თ) მას-მედიის მობილიზება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები). 3. დაფინანსების მეთოდოლოგია

ი) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება. 

• სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან (სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური სექტორი);

• ცენტრის აპარატის ხარჯებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების მეთოდური დახმარება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითად საკითხებზე;

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენელთა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის მეთოდოლოგიების შესახებ.

•  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სოციალური მედია

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005), მე-7 დანართის (ყვითელი ცხელება) ცვლილება/შესწორება:

ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინით დაცვა და შესაბამის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების სერტიფიკატის ვალიდურობა აცრილ პირს უხანგრძლივდება/უნარჩუნდება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მესამე მისიის ვიზიტი 19-21 ივლისი, 2016 წელი

2016 წლის 19-21 ივლისს “გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შემუშავების და ექსპერტული დახმარების გაწევის მიზნით საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტთა მესამე მისიის ვიზიტი მიმდინარეობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროს 66-ე სესია 12-15.09.2016

2016 წლის 12-15 სექტემბერს ქ.კოპენჰაგენში მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროს 66-ე სესია. 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშები
ჯანსაღი კვება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირებაზე იმსჯელეს

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელზეც ამ წუთებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. სხდომაზე დამსწრეთ, კომიტეტის მიერ ორგანიზებული გამოფენაც დაათვალიერეს.

ჯანსაღი კვება - ჯანმრთელობის მთავარი გასაღები
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი.