პროექტი დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირის სხვა მეზობელ სახელმწიფოებში გარემოს დაცვის სფეროში. პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტო.

პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

WHO-ში რეგისტრაციის ნომერი: 2018-831054

ინფორმაცია

საშიში ქიმიური ნივთიერებების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მზარდი შეშფოთება, ქიმიური წარმოების გაფართოების საჭიროება, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით მოითხოვს   სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებების ადექვატურ მართვას.

ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვა (SMC) წარმოადგენს პრიორიტეტს ქვეყნებისათვის, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ასევე ევრაზიის  ეკონომიკური კავშირის  (EEU) მხარეები არიან.  თანამედროვე სტრატეგიები და საკანონმდბელო ბაზა, ადეკვატური ადამიანური და ტექნიკური რესურსები, ასევე ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების სისტემა, მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევისათვის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ქიმიური ნივთიერებების ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.

 სხვადასხვა ქვეყნებში ქიმიური ნივთიერებების მართვის მიდგომების სპეციფიკის  (ეროვნული კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა და სხვა) მიუხედავად,  ძირითადი ელემენტები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაცია, ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, საერთო და უნიკალურ მოთხოვნას წარმოადგენს. 

თბილისში, 2017 წლის 28-29 მარტს, პროექტის "საქართველოს საშიში ქიმიკატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების ოპერაციული და საკანონმდებლო სისტემის განვითარება" (2015-2017 წწ.) ფარგლებში, WHO- ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დაფინანსებულია საკონსულტაციო დახმარების პროგრამით გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს (UBA) მიერ, მონაწილე ქვეყნებმა დაადასტურეს შეზღუდული შესაძლებლობები (ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური), და ნაკლებობა ექსპერტიზის ეროვნულ დონეზე, რომელიც საჭიროა ქიმიური ნივთიერებების არსებული კანონმდებლობის შესასრულებლად და ახალი სამართლებრივი აქტების შემუშავების მიზნით. ხაზი გაესვა დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის საჭიროებას.

 

ქვეყნის მოთხოვნების პასუხად შემუშავდა პროექტი „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის ეროვნული სისტემის ძირითადი ელემენტების დანერგვა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყნებში-ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი“. პროეტქი მიზნად ისახავს ქიმიური ნივთიერებების მდგარდი მართვის სისტემის ძირითადი ელემენტებს შექმნას/ გაძლიერებას, მომზადებას და აღსრულების  სამართლებრივი და ტექნიკური ბაზისა, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩანიყალიბებას ქიმიური ნივთიერებების  მდგრადი მართვისათვის ეროვნული შესაძლებლობების შექმნის / გაძლიერების გზით.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესს და რეგიონული (ოსტრავას დეკლარაცია) და გლობალურ (SDGS, SAICM, MEAs) დონეზე ვალდებულებების შესრულებას.

პროექტის ძირითადი მიზანია  ქიმიური ნივთიერებების პრიორიტეტული ჯგუფების რისკების მართვაში ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ქიმიური ნივთიერებების მართვის ეროვნული სისტემების არსებითი ელემენტების დანერგვა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შერჩეულ ქვეყნებში ქიმიური ნივთიერებების რეესტრების ჩათვლით (ბელარუსი, საქართველო და ყაზახეთი).

პროექტის ამოცანებია:

 -პროექტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;

 -ეროვნული საგზაო რუკის შემუშავება ქიმიური ნივთიერებების  მდგრადი მართვის სრულმასშტაბიანი  სისტემის ჩამოყალიბების მიზნით;

- ყველა დაინტერესებული მხარის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უზრუნველყოს ეროვნული სისტემების მდგრადი ფუნქციონირება ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარებისათვის პრიორიტეტული ქიმიკატების ან ქიმიური ნივთიერებების ჯგუფების შესახებ;

-ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნა/გაძლიერება ქიმიკატების სარეგისტრაციო სისტემების და რეესტრების ჩამოყალიბებისათვის;

- ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ონლაინ    სისტემის  ტექნიკური საფუძვლების შექმნა;

-პროექტის განხორციელების გზით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ბიოციდებზე საქართველოში და სამრეწველო ქიმიკატებზე ბელორუსსა და ყაზახეთში.

სემინარში ეროვნული ექსპერტების  და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ ჩამოაყალიბონ ან გააუმჯობესონ თავიანთი ეროვნული ქიმიურ ნივთიერებათა რეესტრი: ბელორუსი და ყაზახეთი.

ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის სისტემისა და ეროვნული რეესტრების შექმნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, მონიტორინგისა და რისკების შეფასების სტრატეგიების შემუშავებაში, ქიმიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის პრევენციაში და ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე შესაძლებლობების გაფართოებას.

Logo

Logo

Logo