Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

ცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება. იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ისეთი გადამდები დაავადებების, როგორებიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი და მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;

ცენტრი ახორციელებს 10 სახელმწიფო პროგრამასდაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი; იმუნიზაცია; ეპიდზედამხედველობა; უსაფრთხო სისხლი; პროფესიულ დაავადებათა პრევენცია; ტუბერკულოზის მართვა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; აივ-ინფექცია/შიდსი; ჯანმრთელობის ხელშეწყობა; C ჰეპატიტის მართვა