Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

აივ-ინფექციის/შიდსის მართვა

(პროგრამული კოდი 27 03 02 07)

პროგრამის მიზანია :

·         აივ-ინფექციის/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;

·         აივ-ინფექციის/შიდსის გავრცელების შეფერხება;

·         აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთათვის  მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროგრამა / კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

·         აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებას (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირებას, რომელიც მოიცავს:

 

Ø  პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  სექსმუშაკების, მათი კლიენტების და მსმ-ების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  B და/ან C ჰეპატიტის მქონე (ანტისხეულ ან/და ანტიგენ დადებითი) პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  აივ-ინფექცია/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებით სამუშაოებს, აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø  მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებით სამუშაოებს;

Ø  ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული, პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია-შიდსზე და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველყოფის პროგრამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში,  პჯდ დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების მიერ შესაბამის რეგიონში დარეგისტრირებული 18-65 წლის ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე ,,C ჰეპატიტის მართვის” სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემტესტირებას;

Ø  ზემოაღნიშნული და ყველა სხვა ჯგუფების სკრინინგული გამოკვლევით მიღებული დადებითი შედეგების გადამოწმებას (მ.შ. ეროვნული გაიდლაინითა და პროტოკოლით განსაზღვრული დამატებითი სკრინინგი ორი სხვადასხვა განსხვავებული ტესტსისტემით საჭიროების შესაბამისად (ამასთან, პირველადი სკრინინგი და პირველი დამატებითი სკრინინგი უნდა განხორციელდეს განსხვავებული მწარმოებლის ტესტსისტემებით). თუ პირველი დამატებითი სკრინინგით მიღებულია დადებითი შედეგი, ამ შემთხვევაში არ ხორციელდება მეორე დამატებითი კვლევა და ნიმუში პირდაპირ იგზავნება კონფირმაციული კვლევისათვის, თუ პირველი დამატებითი სკრინინგით მიღებულია უარყოფითი შედეგი, მაშინ ხორციელდება მეორე დამატებითი სკრინინგი და თუ ამ შემთხვევაშიც მიღებულია უარყოფითი შედეგი კონფირმაციული კვლევა არ ტარდება, თუ მიღებულია დადებითი შედეგი, მაშინ იგზავნება კონფირმაციული კვლევისათვის) კონფირმაციული მეთოდებით.

Ø  ზემოაღნიშნული ჯგუფებისათვის აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, მათ შორის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექცია/შიდსის, B ჰეპატიტის და  სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების  შესყიდვას;

Ø  არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვას;

Ø  აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 75%-ის) შესყიდვას, მიღებას და ტრანსპორტირებას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);

Ø  პაციენტებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;

Ø  აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ძირითადი დოკუმენტი