Logo

ინფორმაცია მოსარგეებლებისათვის

title

რა არის აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის მიზანია:

 

·       აივ-ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;

·       აივ-ინფექცია/შიდსის გავრცელების შეფერხება;

·       აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

რას მოიცავს  აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა?

აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტი, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს,  ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

·       აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებას (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირებას, რომელიც მოიცავს:

 

Ø პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø სექსმუშაკების, მათი კლიენტების და მსმ-ების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø B და/ან C ჰეპატიტის მქონე (ანტისხეულ ან/და ანტიგენ დადებითი) პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø აივ-ინფექცია/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებით სამუშაოებს, აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

Ø მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებით სამუშაოებს;

Ø გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროგრამის ფარგლებში გადამზადებული პჯდ დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების მიერ აღნიშნულ რეგიონში დარეგისტრირებული 18-65 წლის ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე ,,C ჰეპატიტის მართვის” სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემ-ტესტირებას;

Ø ზემოაღნიშნული და ყველა სხვა ჯგუფების სკრინინგული გამოკვლევით მიღებული დადებითი შედეგების გადამოწმებას (მ.შ. ეროვნული გაიდლაინითა და პროტოკოლით განსაზღვრული დამატებითი სკრინინგი ორი სხვადასხვა განსხვავებული ტესტსისტემით საჭიროების შესაბამისად (ამასთან, პირველადი სკრინინგი და პირველი დამატებითი სკრინინგი უნდა განხორციელდეს განსხვავებული მწარმოებლის ტესტსისტემებით). თუ პირველი დამატებითი სკრინინგით მიღებულია დადებითი შედეგი, ამ შემთხვევაში არ ხორციელდება მეორე დამატებითი კვლევა და ნიმუში პირდაპირ იგზავნება კონფირმაციული კვლევისათვის, თუ პირველი დამატებითი სკრინინგით მიღებულია უარყოფითი შედეგი, მაშინ ხორციელდება მეორე დამატებითი სკრინინგი და თუ ამ შემთხვევაშიც მიღებულია უარყოფითი შედეგი კონფირმაციული კვლევა არ ტარდება, თუ მიღებულია დადებითი შედეგი, მაშინ იგზავნება კონფირმაციული კვლევისათვის) კონფირმაციული მეთოდებით.

·       ზემოაღნიშნული ჯგუფებისათვის აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების და სახარჯი მასალების შესყიდვას;

·       გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექცია/შიდსის, B და C ჰეპატიტების, სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების შესყიდვას;

·       არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტ-სისტემების (სრული ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით) შესყიდვას;

·       აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 50%-ის) შესყიდვას, მიღებას და ტრანსპორტირებას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);

·       პაციენტებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

ვინ არის აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე

 

·       პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები (ასევე მკურნალობისათვის საჭირო სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მოსარგებლეები ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად ცენტრში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება იყვნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები).

·       პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

·       მაღალი რისკის ჯგუფები (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები, მამაკაცები რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ), პირები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მიღების მიზნით (სექსმუშაკი) და მათი კლიენტები).

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებას, რომელიც დანართში (მიმწოდებელთა ნუსხა) მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამა აივ-ინფექცია/შიდსის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001). 

დანართი-მიმწოდებელთა ნუსხა