Logo

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა: „ მე ვარ და მე ვიქნები“

title

კიბო - ჯანმრთელობის და საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევა

კიბო სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზია, ყოველწლიურად გარდაცვლილი 9.6 მლნ. ადამიანით.

კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია, რაც თითოეულ ჩვენთაგანს მოქმედების სტიმულს აძლევს.

კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირია (UICC), რომელიც 1993 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს და მხარს უჭერს კიბოსთან ბრძოლის  საზოგადოებებს, კიბოს გლობალური ტვირთის შემცირების მიზნით, ხელს უწყობს სამართლიანობას და თანასწორობას და კიბოს კონტროლის ინტეგრაციას ჯანმრთელობისა და განვითარების გლობალურ გეგმებში.

2019-2021 წლებში კამპანიის სლოგანია (გზავნილია): „ მე ვარ და მე ვიქნები“

კიბოს მსოფლიო დღე თითოეულ ადამიანს მიმართავს: შენ ხარ გმირი ამ ისტორიის, თითოეულ თქვენთაგანს აქვს ძალა, შეამციროს კიბოს განვითარების რისკი და შეამსუბუქოს დაავადების გამოსავალი საკუთარი, თქვენთვის საყვარელი ადამიანებისა და მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

მხოლოდ მაშინ, თუ გვექნება ვალდებულება, შევძლებთ ვიმოქმედოთ და დავაჩქაროთ პროგრესი. დროა, ავიღოთ პერსენალური პასუხისმგებლობა კიბოს წინააღმდეგ.

ინფორმირებულობა

ინფერმირებულობა და ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვავლინოთ კიბოს ადრეული ნიშნები, შევაფასოთ დაავადების განვითარების რისკი და გავაკეთოთ ინფორმირებული არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის გადასარჩენად.

მთავრობის პასუხისმგებლობა და აქტივობები

ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია ჯანდაცვის ნაციონალური პროგრამების ფარგლებში პროაქტიული და ეფექტური ღონისძიებების დანერგვა; როცა მთავრობა აფართოებს ძალისხმევას კიბოს პრევენციისა და მართვის თვალსაზრისით, ნიშნავს, რომ ქვეყანა სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერების გზაზე დგას.

პრევენცია და რისკების შემცირება

კიბოს შემთხვევების ერთი მესამედის პროფილაქტიკა შესაძლებელია - ეს გვაძლევს მოტივაციას, თითოეულმა არჩევანი ჯანმრთელობასა და პრევენციის სტრატეგიაზე გავაკეთოთ, რაც კიბოს განვითარების რისკის შემცირების საუკეთესო შანსია.

კიბოს მართვის სერვისებისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა

სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობისადმი თანაბარ ხელმოსაწვდომობას - ადამიანის განათლებისა და შემოსავლის დონის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

ფინანსური და ეკონომიკური ტვირთი

კიბოს კონტროლის მიზნით რესურსების გამოყოფის აუცილებლობის შესახებ მყარი ფინანსური არგუმენტი არსებობს. ფინანსური ინვესტიცია შესაძლოა იყოს რენტაბელური და გააჩნია პოტენცია, გლობალურად დაზოგოს კიბოს მკურნალობისთვის საჭირო მილიარდობით თანხები  და მოგების სახით გვთავაზობს გაზრდილ გადარჩენის მაჩვენებლებს, პროდუქტიულობასა და სიცოცხლის გაუმჯობესებულ ხარისხს.

პაციენტის დაცვა ფიზიკური, მენტალური და ემოციური ზემოქმედებისგან

კიბოს ხარისხიანი მოვლა უნდა მოიცავდეს ღირსების შენარჩუნებას, პატივისცემას, მხარდაჭერასა და სიყვარულს და ითვალისწინებდეს კიბოს არა მარტო ფიზიკური ზემოქმედებისგან დაცვას, არამედ თითოეული პაციენტის ემოციურ, სქესობრივ და სოციალურ კეთილდღობას.

უნარ-ჩვევების დეფიციტის აღმოფხვრა

კიბოს ხარიხიანი სერვისების მიწოდება გამოცდილ და  სათანადო უნარების მქონე სამედიცინო მომსახურების მუშაკებს შეუძლიათ. კიბოს ადრეული სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეფექტურია შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე სამედიცინო პერსონალისა და საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტის აღმოფხვრა.

თანამშრომლობა

სტრატეგიული მულტისექტორული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებებს, კომპანიებს, სააგენტოებს, მკვლევარებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, ეფექტური საშუალებაა ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის, პოლიტიკური ნების ქმედით ღონისძიებებში ასახვის და სწორი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

კიბოს წინაღმდეგ ბრძოლის 2016-2018 სამწლიანი კამპანიის ძირითადი გზავნილი იყო: „ჩვენ შეგვიძლია... მე შემიძლია“

ჩვენ შეგვიძლია

ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ ქმედებისკენ და ვიმოქმედოთ!

ჩვენ შეგვიძლია კიბოს პრევენცია

ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ სტიგმა

ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჯანმრთელი გარემო

ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა

ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ონკოლოგიაში დახელოვნებული სამედიცინო პერსონალის ცოდნა და უნარები

ჩვენ შეგვიძლია ორგანიზაციების მობილიზება პროგრესის დასაჩქარებლად

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პოლიტიკა

ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში

ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ქმედებები გამოვიყენოთ ზემოქმედების გაზრდის მიზნით

მე შემიძლია

შემიძლია გავაკეთო არჩევანი ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ

შემიძლია გავიგო, რომ...

შემიძლია დახმარების თხოვნა

შემიძლია სხვების მხარდაჭერა

შემიძლია გავაკონტროლო ჩემი სიმსივნის დინამიკა

შემიძლია მიყვარდეს და ვუყვარდე

შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ

შემიძლია სამსახურში დაბრუნება

შემიძლია ჩემი ისტორიის გაზიარება

შემიძლია საუბარი, აზრის გამოთქმა


კიბოს მსოფლიო დღე, 2019

კიბოს მსოფლიო დღე, 2019, პოსტერი