Logo

გრიპის გლობალური გავრცელება 2/2019 (7-13 იანვარი)

title

გრიპის გავრცელება ევროპაში

კვირა 2/2019 (7-13 იანვარი)

 ü  ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) ინფორმაციით გრიპის აქტივობა იზრდება ევროპის       რეგიონში. გრიპისმაგვარი დაავადების ან მწავევე რესპირატორული ინფექციის მქონე პირებისგან აღებული ნიმუშების 42.2%-ში         დადასტურდა გრიპი. უმრავლესობაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, როგორც A(H3N2), ისე A(H1N1)pdm09.

ü  ჰოსპიტალიზებული შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული იყო ლაბორატორიულად დადასტურებულ A(H1N1)pdm09 ვირუსთან 15-64 ასაკობრივ ჯგუფში. 

ü  ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის შეფასებით გრიპის აქტივობა და გეოგრაფიული გავრცელება რჩება სეზონურად მოსალოდნელ დონეზე. 

ü  40 კვირის შემდეგ ანგარიშგებული 15 577 მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის (SARI) შემთხვევიდან 65.5% არის 0-4 წლის, 18.5% 15-64 წლის, 16.0% >65 წლის.

ü  გრიპზე დადებითი SARI შემთხვევებიდან 99.8% არის A ტიპი, მ.შ. 82.8% A(H1N1)pdm09 და 17.2% A(H3N2).

 

გრიპის ვირუსის ინტენსივობა ევროპაში

 



 


                                                                             გრიპის ვირუსის დომინანტური ტიპების გავრცელება ევროპაში

 


 

გრიპის გავრცელება ამერიკის შეერთებულ შტატებში

ü  აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ინფორმაციით გრიპის მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია. ცირკულირებენ A(H3N2), A(H1N1)pdm09 და B ტიპის ვირუსები.

ü  ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე დომინირებს A(H1N1)pdm09;

ü  გრიპისმაგვარი დაავადებით (ILI) მიმართვიანობა შემცირდა 3.5%-დან 3.1%-მდე, თუმცა რჩება მაღალი ეროვნულ ფონურ მაჩვენებლთან შედარებით (2.2%);

ü  გრიპთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების კუმულაციური მაჩვენებელია 12.4 100 000 მოსახლეზე, ხოლო ჰოსპიტალიზაციების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა >65 ასაკობრივ ჯგუფში (31.9 100 000 მოსახლეზე).

 

წყარო:

 http://flunewseurope.org/

https://www.cdc.gov/flu/weekly/



„სეზონური გრიპის ეპიდსიტუაცია და რეკომენდაციები“. 08.01.2019 -ის მდგომარეობით