Logo

ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელში იყიდება.

title

 ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება.
სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს „ტამიფლუ“ თავისი მარაგიდან გადასცა

კონკრეტულად რომელ ფილიალებში იყიდება  პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.

ასევე, ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა N100).