Logo

გრიპის გავრცელება მსოფლიოში, 52-ე კვირა

title

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 52/2018 (24-30 დეკემბერი 2018 წელი) კვირის მონაცემებით,გრიპის ვირუსის აქტივობა თანდათანობით იზრდება.


  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი 34 წევრი ქვეყნის მიერ მოხდა შეტყობინება გრიპის გეოგრაფიული გავრცელების შესახებ, რეგიონის მაშტაბით 12 ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ხოლო 8-ში რეგიონული გავრცელება, 4 ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათ ტერიტორიაზე ფიქსირდება გრიპის ადგილობრივი გავრცელება (საბერძნეთი, ლატვია, სლოვაკეთი და უზბეკეთი) 5 ქვეყნის მონაცემების თანახმად კი მათ ტერიტორიაზე გრიპი ფართოდაა გავრცელებული (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი);
  • გრიპისმაგვარი დაავადების (ILI) და მწვავე რესპირატორული ინფექციის (ARI) პირველადი ჯანდაცვის საყრდენი ბაზების გრიპზე ტესტირებული ნიმუშების 37% დადებითია;
  • გრიპის ვირუსის A ტიპი დომინირებს, როგორც ამბულატორიულ ასევე  ჰოსპიტალურ სექტორებში;
  • საყრდენი ბაზების მონაცემებით, გრიპის A(H3N2) და A(H1N1)pdm09 ქვეტიპები ერთნაირი პროპორციით ცირკულირებენ;
  • არასაყრდენი ბაზების მონაცემებით, A ტიპის ვირუსის დაახლოებით ორ მესამედში დასტურდება A(H1N1)pdm09 ქვეტიპი;
  • ჰოსპიტალიზებულთა უმრავლეს შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექცია ასოცირდებოდა A(H1N1)pdm09 ქვეტიპთან, 15-64 ასაკის პოპულაციში;

ევროპის რეგიონში 2018-2019 წლების სეზონზე SARI-ის  გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის A ტიპი დადასტურებულია 96.1%-ში. იმავე ჯგუფში, ვირუსის სუბტიპირებით დადგენილია, რომ 71%-ში გამომწვევია A(H1N1)pdm09 და 29%-ში A(H3N2).  67.8% - 0-4 წლისაა, 16.3% - 15-64 წლის; 


2018 წლის 10-23 დკემბრის მონაცემებით, გრიპის გავრცელების ზონებში, გრიპზე დადებითი ნიმუშების პროცენტული განაწილება.


*ტესტირებულია 10 ნიმუშზე მეტი

**გრიპზე დადებითი ნიმუშები >20

 

 

წყარო: https://www.who.int/influenza/surveillance_monitoring/updates/latest_update_GIP_surveillance/en/

 http://flunewseurope.org/