B ჰეპატიტი (ჰეპB /Hep B)
იცავს დაავადებისგან

 

B ჰეპატიტი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი პედიატრიული საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება კუნთში, 2 წლამდე ასაკში ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე, შუა მესამედში, ზედა ასაკში - დელტისებურიკუნთის ზედა მესამედში.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე

 

გაფრთხილება

 

ახალშობილები 2 000 გრამზე ნაკლები წონით (გარდა HbsAg ნფიცირებული დედებისაგან დაბადებული ბავშვები – უტარდებათ აქტიურ-პასიური იმუნიზაცია); ზომიერი ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები

 

ვაქცინაცია ტარდება მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.