გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია პათოგენური მიკროორგანიზმებით (როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სოკოები) და აქვთ ადამიანთა შორის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელების უნარი.

გადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს შეტყობინებად დაავადებათა ნუსხა, რომელთა გამოვლენისას ნებისმიერი სამედიცინო მომსახუების მიმწოდებელი ვალდებულია შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ადგილობრივ ორგანოს.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ადგილობრივი ორგანო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად უზრუნველყოფს შერჩეული დაავადებების (დამტკიცებული ბრძანების შესაბამისად) ერთეული ან ჯგუფური შემთხვევების, აფეთქებების ეპიდკვლევასა და რეგისტრაციას დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.

გადამდებ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებასა და თანამედროვე მედიცინის უდიდეს მიღწევას ვაქცინები წარმოადგენს. თუმცა, დღეისთვის დაავადებათა ნუსხა, რომელთა პროფილაქტიკისთვისაც არსებობს ვაქცინა შეზღუდულია. გადამდებ დაავადებათა ნაწილს, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია ვაქცინაციით - ვაქცით მარტვად დაავადებებსაც უწოდებენ.

თავად ვაქცინები ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატებია და მათი შენახვა გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს. აღნიშნული რეჟიმი დაცული უნდა იყოს მწარმოებლიდან - მომხმარებლამდე. ვაქცინების შენახვა-ტრანსპორტირება საქრთველოში უზრუნველყოფილია დაბალი ტემპერატურის აგრეგატებისა და სატრანსპორტო საშუალებების ქსელით, რომელიც ქმნის „ცივი ჯაჭვის“ უსაფრთხო სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ სისტემით მიეწოდება მთელი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება რუტინული იმუნიზაციისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ცენტრში არსებობს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) გადამდებ (ნორმატიული აქტით განსაზღვრულ) დაავადებათა ერთიანი ეპიდზედამხედველობა ეროვნულ დონეზე, ეპიდაფეთქებების, ეპიდემიების კვლევა;

ბ) განხორციელებული კვლევების ერთიანი ბაზის წარმოება; 

გ) აივ ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტების, სგგდ და ტუბერკულოზის ზედამხედველობის განხორციელება;

დ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

ე) იმუნიზაციის პროცესების დაგეგმვა და მართვის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე;

ვ) ’’ ცივი ჯაჭვის’’ პრინციპების დაცვა ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და სხვა დინტერებულ პირების/დაწესებულებებისათვის მეთოდურ-პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშგებისათვის მასალებისა და ანგარიშების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) ცენტრის მიერ განხორციელებული სამეცნიერო სამუშაოებში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის მიხედვით ტრეინიგების, შეხვერებისა და კონფერენციების ორგანიზება ან მონაწილეობის მიღება.

დეპარტამენტის ქვედანაყოფებს შეადგენს:

  • აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, სგგდ და ჰეპატიტების სამმართველო (მაია წერეთელი–სამმართველოს უფროსი)
  • მართვადი, რესპირატორული და ზოონოზიური დაავადებების სამმართველო (ოლღა თარხან–მოურავი – სამმართველოს უფროსი)
  • ნოზოკომიური, აღმოცენებადი, წყლით და საკვებით გადაცემადი დაავადებების და პარაზიტოლოგიის სამმართველო (ლევან ბაიდოშვილი–სამმართველოს უფროსი)
  • იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველო (ლია ჯაბიძე – სამმართველოს უფროსი)
  • ვაქცინების ექსპედიციის და ცივი ჯაჭვის სამმართველო (გიორგი ქაჩლიშვილი–სამმართველოს უფროსი)