შიგელოზი

შიგელოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაწლავთა მწვავე ინფექციებს შორის.  მსოფლიოში ყოველწლიურად 165 მილიონამდე შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც  600.000 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. გვხვდება ყველა კონტიგენტზე და ყველა გეოგრაფიულ ზონაში. საქართველოში შიგელოზით ავადობა დაბალია, ყოველწლიურად საშუალოდ 250-300 შემთხვევა აღირიცხება.

კამპილობაქტერიოზი

ზოგადი მიმოხილვა (გავრცელება): კამპილობაქტერიოზი მწვავე ზოონოზური დაავადება, რომელიც უმეტესად დიარეითა და მუცლის ტკივილით მიმდინარეობს. კამპილობაქტერიები დიარეული დაავადების ოთხ ყველაზე ხშირ გამომწვევებს შორისაა.

სალმონელოზი

ზოგადი მიმოხილვა - სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს  Salmonella-ს გვარის ბაქტერიები. კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს - დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიური ფორმით, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში სალმონელოზი  გასტოენტერიტის სახით გამოვლინდება. 

ინფექციურ-ტოქსიური შოკი

ინფექციურ-ტოქსიური შოკი მიეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის გადაუდებელ მდგომარეობას, რომელიც მკურნალობის გარეშე უმთავრესად ლეტალურად მთავრდება.  გამოვლენის სიხშირის მიხედვით ის მესამე ადგილზეა კარდიოგენური და ჰიპოვოლემიური შოკის შემდეგ. 

სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები

1. ზოდგადი მიმოხილვა - ტერმინი, სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა აერთიანებს კვებით ტოქსიკოინფექციებს და ტოქსიკოზებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კვებითი ტოქსიკოინფექციები მეტ–ნაკლები სიხშირით რეგისტრირდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.