ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი

Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირი, ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ბუნებაში მრავალი შტამით (სახეობით) არის წარმოდგენილი. მათი უმეტესობა  უვნებელია ჯანმრთელობისთვის, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მიკროფროლასაც კი წარმოადგენენ, თუმცა არსებობს პათოგენური  შტამებიც, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ როგორც დიარეით მიმდინარე დაავადება, ასევე ნაწლავგარე ინფექციებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ  ენტეროჰემორაგიული E.coli-ს ჯგუფს ენიჭება.

B ჰეპატიტი
  • B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ინფექციას;
  • ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან სისხლისა და სხვა თხევადი ქსოვილების საშუალებით;
  • მსოფლიოში დაახლოებით 240 მილიონი ადამიანია ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებული;
  • B ჰეპატიტის გართულებების გამო, როგორებიცაა ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო, ყოველწლიურად კვდება 686 000 ადამიანზე მეტი.
C ჰეპატიტი
  • C ჰეპატიტი - არის C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადება: ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ან ქრონიკული  ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორმით, რამდენიმე კვირიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე
  • C ჰეპატიტის გავრცელება ხდება სისხლის მეშვეობით. ინფექციის გავრცელების   ძირითად გზებს წარმოადგენს ინექციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, არასტერილური  სამედიცინო იარაღები, შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა
ზიკა ვირუსი - 2016 წლის 5 თებერვლის ანგარიში

 

რჩევები ორსულთათვის მგზავრობის შემთხვევაში

რჩევები ორსულთათვის მგზავრობის შემთხვევაში

BMJ-ის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები ზიკა ვირუსის მართვასთან დაკავშირებით

ორსულთა მგზავრობა ენდემური კერების ზონებში

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეროვნული მგზავრობის ჯანმრთელობის ქსელისა და ცენტრის (Public Health England; National Travel Health Network and Centre) რეკომენდაციით, ორსულთა (ნებისმიერი ტრიმესტრი) მგზავრობა ენდემური კერებში ან ისეთ ზონებში, სადაც შეტყობინებულია ზიკა ვირუსის აქტიური ტრანსმისია, არ არის მიზან შეწონილი.

 

ინფორმაცია ზიკა ვირუსის შესახებ

ზიკა ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან  ერთ კვირამდე. მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია.

დროებითი რეკომენდაციები მოგზაურთათვის ზიკა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს 14 ქვეყანაში: (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ასევე კარიბის აუზი)

რეკომენდაციები მოგზაურთათვის ვრცელდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც დაფიქსირებულია და გრძელდება ზიკა ვირუსის გავრცელება. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია: ბრაზილია, კოლუმბია, ფრანგული გვინეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარტინიკი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინემი, ვენესუელა, პუერტო რიკო.

მენინგოკოკცემია

რა არის მენინგოკოკცემია?

მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი)_მენინგოკოკით (Neiseria Meningitidis) გამოწვეული ინფექციის გენერალიზებული ფორმაა, რომელიც ხასიათდება მწვავე სეპტიცემიის სიმპტომების გამოვლინებით, ინფექციურ-ტოქსიური შოკისა და თრომბოჰემორაგიული სინდრომის განვითარებით. შესაძლოა მიმდინარეობდეს (მენინგიტ-მენინგოკოქცემია) შერეულიფორმით.

ზიკა ვირუსი

მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო, ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ზიკა ვირუსი (ZIKV) მიეკუთვნება  Flaviviridae–ს ოჯახს, Flavivirus–ის გვარს. ვირუსის ტრანსმისიული  გზით გადაცემა ხდება კოღოების (Aedes)  სხვა და სხვა სახეობების მეშვეობით (ინკუბაციური პერიოდი კოღოს კბენიდან 3 –12  დღე), ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტით. 

ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს ზოსტერის ვირუსით. ინფექციის წყაროა ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 5-7 დღის  განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 7-21 დღეა. ინფექცია გადაეცემა როგორც ჰაერით (დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში) ისე კონტაქტური(ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებულის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები) გზით.

ცოფი

28 სექტემბერს აღინიშნება ცოფის მსოფლიო დღე, რომლის დევიზია - ერთად დავამარცხოთ ცოფი 

ჰიდროფობია (ცოფი) - თბილსისხლიანთა მწვავე ვირუსული, ზოონოზური ინფექციური დაავადებაა ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაზიანებით. მისი გამომწვევია ნეიროტროპული ლისავირუსი, რომელიც მიეკუთვნება Rhabdovirideae-ს ოჯახს. ცოფი მსოფლიოს 150 ქვეყანში გვხვდება. 

10 ფაქტი ცოფის შესახებ

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ცოფი პრაქტიკულად ყოველთვის ლეტალურად მთავრდება

დაავადება გვხვდება შინაურ და გარეულ ცხოველებში. ადამიანებში ვრცელდება დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დადორბვლის და დაკაწვრის შედეგად. ჭრილობის დამუშავებისა და დროული იმუნიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების პრევენცია. ცოფის პირველად სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება ან ტკვილი და უჩვეულო ჩხვლეტის შეგრძნება ჭრილობის  არეში.

პოლიომიელიტი - ძირითადი ფაქტები

ძირითადი ფაქტები 

  • პოლიომიელიტით ავადდებიან ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.   
  • 200 ინფიცირებულიდან ერთი შემთხვევა მთავრდება შეუქცევადი დამბლით. პარალიზური პოლიომიელიტის შემთხვევათა 5%-დან 10%- მდე მთავრდება ლეტალური გამოსავლით, რაც გამოწვეულია სასუნთქი კუნთების ფუნქციის მოშლით.
  • 1988 წლიდან 2013 წლამდე პოლიომიელიტის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდა 99%-ით,  350 000 სავარაუდო შემთხვევა - 416 შეტყობინებულ შემთხვევამდე. შემცირება არის  დაავადების ერადიკაციისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის  შედეგი. 
ამებიაზი

დაავადების გამომწვევია ერთუჯრედიანი პროტოზოა- Entamoeba histolytica/dispar, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით: დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი). მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი) და ინცისტირებული (ცისტების სახით). ამების ქსოვილოვანი ფორმა ჩნდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში და გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები.  სანათუროვანი ფორმა იმყოფება  ნაწლავის სანათურში, რეკონვალესცენციის პერიოდში მათ განავალში, ქრონიკული ნაწლავური ამებიაზით დაავადებულების განავალში, აგრეთვე ცისტების მტარებლებში. ჰისტოლიტიკური ამების ცისტების აღმოჩენა ხდება რეკონვალესცენტებისა და ცისტების მტარებლების განავალში.

ასკარიდოზი

ასკარიდოზი საქართველოში ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. გამომწვევია ასკარიდა, რომელიც პარაზიტობს წვრილ ნაწლავში. ასკარიდას სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია. მიგრაციულ სტადიაში ასკარიდების ლარვები ახდენენ მექანიკურ და სენსიბილიზირებად მოქმედებას, იწვევენ სისხლჩაქცევებს, ეოზინოფილურ ინფიტრატებს სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებში. ნაწლავის ფაზაში (დასნებოვნებიდან 8 კვირის შემდეგ) ზრდასრული ასკარიდები იწვევენ ორგანიზმის საერთო ტოქსიკურ-ალერგიულ და ნერვულ-რეფლექტორულ რეაქციებს და სხვადასხვა ადგილობრივ მექანიკურ ზემოქმედებებს.

ბოტულიზმი

1)      რა არის ბოტულიზმი?

ბოტულიზმი მძიმე ტოქსიკო–ინფექციური დაავადებაა, ახასიათებს ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია და ნერვული სისტემის დაზიანება, განსაკუთრებით მოგრძო და ზურგის ტვინის. კლინიკური ნიშნები უპირატესად გამოვლინდება ოფთალმოპლეგიური და ბულბალური სინდრომების სახით.

ბრუცელოზი

ბრუცელოზი  ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბრუცელას (Brucella) გვარის ბაქტერიები. ბრუცელოზით, პირველ რიგში, ავადდებიან ცხოველები: ცხვრები, თხები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ირმები, ღორები და ძაღლები. ადამიანზე დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებული ცხოველებიდან.

დიფთერია

რა არის დიფთერია?

დიფთერია - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერით. ხასიათდება  ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინოზული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით. დაავადების გამომწვევია Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები.

ენტეროვირუსები

რა არის ენტეროვირუსული მენინგიტი?

მენინგიტი - არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება.  მენინგიტი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ინფექციურმა აგენტმა: ბაქტერია, ვირუსი, რიკეტსია, სოკო, უმარტივესები. 

ვირუსული ჰეპატიტები

რა არის ვირუსული ჰეპატიტები?

ვირუსული ჰეპატიტები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. მისი გამომწვევია ვირუსები: A,B,C,D,E. ისინი გავრცელებულია ყველგან და იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს. ჯანმრთელობის მსოფლიო

ლამბლიოზი

ლამბლიოზი პროტოზოული ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია შოლტისებრთა კლასის წარმომადგენელი - უმარტივესი ლამბლია (Lamblia  Intestinalis Jiardia). ადამიანის და ცხოველების ორგანიზმებში ლამბლიები ორი ფორმით არსებობს. ვეგეტატური ფორმა (ასეთ ლამბლიებს ტროფოზოიდებს უწოდებენ), ისინი უმეტესწილად არსებობენ წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილებში, მსხვილ ნაწლავში მოხვედრისას გარდაიქმნება ცისტებად (მეორე ფორმა), რომლებიც ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. ცისტების სახით ლამბლიები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდნენ „დაკონსერვებულ“ მდგომარეობაში და მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას გარდაიქმნან ტროფოზოიდებად.

პნევმოკოკური მენინგიტი

რა არის პნევმოკოკური მენინგიტი?

მენინგიტი არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. პნევმოკოკური მენინგიტი პნევმოკოკური ინფექციის მძიმე ფორმაა, გამომწვევია პნევმოკოკი (Streptococcus Pneumoniae).

როტავირუსული ინფექცია

როტავირუსული ინფექცია არის მწვავე გასტროენტერიტით მიმდინარე დაავადება, გამოწვეული როტავირუსით, რომელიც მიეკუთვნება Rotavirus გვარს და Reoviridae-ს ოჯახს. როტავირუსები კლასიფიცირდება 7 სეროლოგიურ ჯგუფად (A –G). ყველაზე ხშირად დაავადებას იწვევენ A ჯგუფის როტავირუსები. ვირუსის გარეთა კაპსიდის სტრუქტურული პროტეინების – VP4 და VP7 -ის საფუძველზე  კლასიფიცირდება როტავირუსები G და P გენოტიპებად. დღეისათვის ცნობილია   როტავირუსის 15G და 27P  გენოტიპი.

ყივანახველა

რა არის ყივანახველა?

ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით. ხასიათდება შეტევითი ხასიათის სპაზმური ხველით, ასევე ნერვული, სასუნთქი და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებით.

ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)

რა არის ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)?

ეპიდემიური პაროტიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით. ხასიათდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, სანერწყვე ჯირკვლების დაზიანებით.

შიგელოზი

შიგელოზი არის მწვავე გასტროენტერიტით მიმდინარე ანთროპონოზური დაავადება, რომელსაც იწვევს Shigella-ს გვარის ბაქტერიები, რომლებიც Enterobacteriaceae-ოჯახს მიეკუთვნება და მოიცავს ხუთ ათეულზე მეტ სეროლოგიურ ვარიანტს, რომელიც   საერთაშორისო კლასიფიკაციით 4 ჯგუფად იყოფა: Sh. dysenteriae, Sh. flexneri, Sh. boydi, Sh. sonnei. 

წითელა

რა არის წითელა?

წითელა მწვავე დაავადებაა, რომელის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამინს ჰაერით გადაეცემა. ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულარული) გამონაყარით, ხველებით, რინიტით (სურდო) ან კონიუქტივიტით (თვალების გაწითლება).

წითურა

წითურა მწვავე დაავადებაა, რომელის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამინს ჰაერით გადაეცემა. ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური გამონაყარით, ლიმფადენოპათიით (კეფის, კისრის, ყურისუკანა ჯირკვლების), ართრალგია/ართრიტით.

ჯილეხი

რა არის ჯილეხი?

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია სპორის-წარმომქმნელი ბაქტერია Bacillus anthracisჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა., ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.

ჰემოფილური მენინგიტი

რა არის ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული  მენინგიტი?

მენინგიტი არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. ჰემოფოლური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული ინფექციის მძიმე ფორმაა, გამომწვევია ბ ტიპის ჰემოფილური ჩხირი (Haemophilus influenzae type B).