ტუბერკულოზი

1) რა არის ტუბერკულოზი?

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა.

 

ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2013-2015

უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტუბერკულოზის ეპიდემიასა და მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზთან (MDR-ტბ) ბრძოლაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წლიდან საქართველოში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების, გავრცელება და სიკვდილობა სტაბილურად მცირდება.