პარიზის ხელშეკრულება კლიმატის ცვლილების შესახებ

მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზში გაიმართა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 21-ე სესია, სადაც მიიღეს კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულება. მსოფლიოს 195 ქვეყნის ლიდერებმა პარიზში დაწყებული კლიმატის ცვლილების სამიტით ამბციური გეგმის განხორციელებას ჩაუყარეს საუძველი. სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ეკონომიკა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულობისგან გაათავისულონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მსოფლიო „კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.“

კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა

რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება?

კლიმატის ცვლილების ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები. დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილებას პლანეტის მასშტაბით ნამდვილად აქვს ადგილი.