რა უნდა გავაკეთოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6939 ავტო-საგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც  8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და 9951 ადამიანი დაშავდა. მართალია, 2015 წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 3%-ით, თუმცა დაშავებულთა რაოდენობამ მოიმატა 8%-ით.

კოღოსგან დაცვის საშუალებები

ეკოლოგიური

შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს  დაჭაობებული ტერიტორია და უნდა აღიკვეთოს დაჭაობების გამომწვევი მიზეზები. გუბურები უნდა დაშრეს, წყალსატევების ნაპირები გათანაბრდეს-გასწორდეს და დიდი წყალსატევების სანაპირო ზოლი ჩაღრმავდეს. წყალსატევები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს წყალმცენარეებისაგან. წყლის რეზერვუარები  გადაიხუროს.

სეზონური გრიპი - კითხვები და პასუხები

სეზონური გრიპი - კითხვები და პასუხები 

ფაქტები დაუნის სინდრომის შესახებ

დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს ზედმეტი ქრომოსომა აქვს. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომია“-ს უწოდებენ.  სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი. 

ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით

კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?

პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

კითხვები და პასუხები ჰიპერტენზიის შესახებ

ჰიპერტენზია, ასევე ცნობილი როგორც სისხლის მაღალი ან მომატებული წნევა –მდგომარეობაა, როდესაც სისხლძარღვები მუდმივად მაღალი წნევის ქვეშ იმყოფებიან. სისხლი გულის მიერ სისხლძარღვების საშუალებით ორგანიზმის ყველა ნაწილს მიეწოდება. გულის ყოველი შეკუმშვისას, სისხლი გადაედინება სისხლძარღვებში. სისხლის წნევა წარმოიქმნება  

როგორ დავიცვათ თავი სიცხისა და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან?

ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.

ხშირად დასმული კითხვები ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ

1. რა არის ებოლას ვირუსი?

ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება)  გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე). 

ჰეპატიტი

B  ჰეპატიტი

  • B  ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებას;
  • ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით;
  • B  ჰეპატიტის შედეგად ყოველწლიურად კვდება 780 000-ზე მეტი ადამიანი;
  • B  ჰეპატიტი წარმოადგენს  მნიშვნელოვან პროფესიულ საფრთხეს სამედიცინო პერსონალისათვის;
  • 240 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია B  ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით.
ხშირად დასმული კითხვები A(H7N9) გრიპის ვირუსით ადამიანების დაინფიცირების შესახებ, ჩინეთი

2013 წლის 5 აპრილის  განახლებული მონაცემები (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)

1. რა არის A(H7N9) გრიპის ვირუსი?

A H7 გრიპის ვირუსები მიეკუთვნება გრიპის ვირუსების ისეთ ჯგუფს, რომელიც ჩვეულებრივ ცირკულირებს ფრინველებს შორის.  A(H7N9) გრიპის ვირუსი არის H7 ვურისების ფართო ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ H7 ვირუსები (H7N2, H7N3 და H7N7) იშვიათად იწვევდა ადამიანის ინფიცირების შემთხვევებს, ჩინეთიდან შეტყობინების მიღებამდე, H7N9 ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა არასდროს ყოფილა შეტყობინებული.

ხშირად დასმული კითხვები რკინის დეფიციტთან დაკავშირებით:

რა არის რკინის დეფიციტი და რამდენად საზიანოა იგი ორგანიზმისთვის?

რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემ ენტი ადამიანის ორგანიზმში. ის წარმოადგენს ასეულობით  ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს. ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში. ჰემოგლობინზე მოდის ორგანიზმში არსებული რკინის მთლიანი რაოდენობის 2/3. ჰემოგლობინის სასიცოცხლო ფუნქცია არის ჟანგბადის ტრანსპორტირება ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში, ხოლო მიოგლობინს აქვს ჟანგბადის კუნთებში შეტანისა და მცირე ხნით შენახვის ფუნქცია, იმისათვის, რომ გამოიყენოს კუნთების მუშაობის დროს. რკინა მონაწილეობს აგრეთვე დნმ-ს სინთეზში და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებში (იმუნური ფუნქცია, ზრდა, რეპროდუქცია და სხვა).

ხშირად დასმული კითხვები ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებით

რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა და რატომაა ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისათვის?

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა  პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.

ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით

კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?

პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.