ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების სახელმწიფო სტრატეგია 2015

ალკოჰოლის საზიანო გამოყენება წარმოადგენს ჯანმრთელობის სერიოზულ დატვირთვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი კვდება, და მათ შორის 320 000  15-29 წლის მოსახლეობაა. იგი ჯანმრთელობის გაუარესების მესამე წამყვან რისკ-ფაქტორად მოიაზრება და მისი წილი საერთო სიკვდილობაში 4%-ს აღწევს (2004).

ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა ევროპის ქვეყნებში საერთო სიკვდილობის დაახლოებით 12%-ს იკავებს (13.9% მამაკაცებში და 7.7% ქალებში). 2010 წლის მონაცემებით ევროპაში ალკოჰოლის საზიანო მოხმარებასთან ასოცირებულია ღვიძლის ციროზის 10 დან 7 შემთხვევა, კიბოს ყველა შემთხვევის 3-5% და ტრავმების 27 % მამაკაცებში (ქალებში-6%).  კიბოს, ღვიძლის ციროზს და ტრავმებს უკავია ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილობის 90%