კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით
ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.

ქალებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვით ინსულტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება

დღევანდელ რეალობაში ინსულტი ქალთა ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად არის მიჩნეული. ინსულტი დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვებს აზიანებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში ინსულტის საშუალოდ 795,000 შემთხვევა ვლინდება და აქედან 60,000 შემთხვევა ქალებზე მოდის. ცერებრო-ვასკულური დაავადებები ქალთა სიკვდილიანობის მეოთხე და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

კიბოს რისკსა და ხუთ ქცევით რისკ ფაქტორს შორის ასოციაცია: საფრანგეთის E3N კოჰორტის კვლევის შედეგები

მოკლე მიმოხილვა:

დღეისათვის ცნობილია  კავშირი ცხოვრების წესის რიგ მოდიფიცირებად  მახასიათებელსა და კიბოს რისკის შემცირებას შორის, თუმცა მწირია ინფორმაცია ქცევითი რისკ-ფაქტორების კომბინირებულ ეფექტზე ან კიბოს შემთხვევების იმ წილზე, რომლის პრევენციაც შესაძლებელია ცხოვრების წესის გაუმჯობესებით. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა გამოვლენილიყო ასოციაცია ქცვით რისკ ფაქტორებსა და როგორც ყველა ორგანოს ასევე ორგანო სპეციფიური კიბოს რისკს შორის საშუალო ასაკის ქალებში.

კვლევები ხელის დაბანის მიღმა

სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა ბავშვების ჯანმრთელობის აუცილებელი წინაპირობაა

დაუბანელი ხელებით მრავალი დაავადება გადადის. მსოფლიოში, ყოველწლიურად 5 წლის ქვემო ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო. დადგენილია, რომ ბავშვებში, დიარეისა და სხვა დაავადებების მაღალი რისკი დაკავშირებულია სანიტარულ-ჰიგიენური წესების არასათანადო დაცვასთან, ასევე უვარგისი წყლის გამოყენებასთან. კვლევებით დადასტურდა, რომ ჰიგიენური საკითხების სათანადო ცოდნა (განათლება) ხელს უწყობს დიარეით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი და გენების ექსპრესიის ცვლილებები

ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუძლია, გამოიწვიოს  გენების ექსპრესიის ცვლილებებიც კი, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და იცავს მას ყოველგვარი ტრადიციული რისკ-ფაქტორის ზემოქმედებისგან ...  

აშშ-ს ვინდბერის კვლევითი ინსტიტუტის (Windber Research Institute, USA) მკვლევარები იუწყებიან, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკ-ფაქტორების შემცირების მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური დიეტის, ვარჯიშისა და სტრესის მართვის კვლევითი პროგრამის [i]  შედეგად პროგრამაში მონაწილე პირებმა,  რომლებიც წარმატებით მიჰყვნენ პროგრამას, არამარტო დაიკლეს წონაში, არამედ ორგანიზმში მოლეკულურ დონეზე  დადებითი ცვლილებები აღენიშნათ.[ii]

 

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.

აღმოჩნდა, მოწევა ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად მავნებელია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული...

აღმოჩნდა, მოწევა ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად მავნებელია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული...