სისხლის დონორის მსოფლიო დღე

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  ყოველწლიურად, 14 ივნისს,  აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს. ამ დღის აღნიშვნა, ასევე, მიზნად ისახავს უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის ხაზგასმას და მოუწოდებს  ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები. 2016 წლის კამპანიის თემაა „სისხლი ყველა გვაერთანებს“.  

გილოცავთ სისხლის დონორის მსოფლიო დღეს!

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა! 

მნიშვნელოვანი ფაქტები სისხლის დონაციის შესახებ: 

სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის. 

• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

რატომ დონაცია?

• სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.
• სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
• დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.
• სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.

ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ

ფაქტი 1

ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით.

ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სისხლის საკმარისი რაოდენობა, რომელიც შემოწმებული იქნება აივ, ჰეპატიტის ვირუსსა და სხვა ინფექციებზე, რომელიც შეიძლება პაციენტს არაუსაფრთხო ტრანსფუზიით გადაეცეს.