დაიბანე ხელები - გადაარჩინე სიცოცხლე
ბავშვების უსაფრთხოება

ყოველწლიურად, მსოფლიოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 186 300 ბავშვი იღუპება, ე.ი. დღეში 500 ბავშვზე მეტი.

სიჩქარის 5%-ით შემცირება 30%-ით ამცირებს საგზაო შემთხვევების ფატალურ შედეგს!

ყოველწლიურად მიახლოვებით 1.25 მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოს გზებზე, 50 მილიონი ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას ღებულობს. დაღუპულ მსხვერპლთა შორის 270 000 ქვეითია, რაც საგზაო შემთხვევებით პირობადებული სიკვდილობის  22%-ს შეადგენს.

რა უნდა გავაკეთოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6939 ავტო-საგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც  8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.  ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად  დაიღუპა 581 და 9951 ადამიანი დაშავდა. მართალია, 2015 წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა 3%-ით, თუმცა დაშავებულთა რაოდენობამ მოიმატა 8%-ით.

გარემო და ჯანმრთელობა
ჯანსაღი კვება
ფიზიკური აქტივობა - ბუკლეტები
გრიპის პოსტერები
10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად სუიციდის მიზეზით  800000 ადამიანზე მეტი იღუპება ე.ი. ყოველ 40 წამში ერთი პერსონა, 25- ჯერ მეტს  კი  თვითმკვლელობის მცდელობა აქვს.

ზიკა ვირუსი

მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო, ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

საქართველოში დაწყებულია ზიკა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც მიმართულია მისი გადამტანი კოღოს პოპულაციის შემცირებისკენ.

სეზონური გრიპი

 1. სეზონური გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აადამიანიდან ადამიანზე  გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით შესაძლოა ლეტალური გამოსავალიც. განსაკუთრებით მაღალი რისკის  ქვეშ იმყოფებიან- ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

საგანმანათლებლო მასალები გრიპზე
გასაფერადებელი
ბროშურა-სამუშაო შეხვედრებისათვის
თამბაქო
ჯანსაღი კვება
C ჰეპატიტი
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ანტიბიოტიკები და რეზისტენტობა

ანტიბიოტიკები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ინფექციების  სამართავად

ანტიბიოტიკები და მათი მსგავსი პრეპარატები, რომელთაც ზოგჯერ საერთო სახელით -ანტიმიკრობული აგენტებით მოხსენიებენ, 70 წელზე მეტია  სხვადასხვა ინფექციებით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება. 1940 წლიდან ამ პრეპარატების დახმარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ინფექციური დაავადებებით ავადობა და სიკვდილი. დროთა განმავლობაში ინფექციის გამომწვევმა აგენტებმა, რომელთა გასანადგურებლადაც გამოიგონეს ანტიბიოტიკები,  მათთან ადაპტაცია (შეგუება) განიცადეს, რამაც  ანტიბიოტიკები დაბალ ეფექტური და ზოგჯერ სრულიად უმოქმედო გახადა.

საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად
ჰიპერტენზიის კვირეულის ფარგლებში პაციენტებისთვის წნევის მასობრივი გაზომვისა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შეფასების სახელმძღვანელო

მოცემული გზამკვლევის მიზანია ჰიპერტენზიის ეროვნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი წნევის მასობრივი გაზომვის კამპანიის დროს სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტირება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. პროცედურის დაწყებამდე დაადგინეთ, შეესაბამება თუ არა პაციენტის მდგომარეობა წნევის გაზომვის კრიტერიუმებს.

ჰიგიენა

 

თამბაქო და ფიზ. აქტივობა. ფლაერი
ბრუცელოზი
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
თირკმელები და წყალი

„ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის - დალიე ერთი ჭიქა წყალი და იზეიმე თირკმლის მსოფლიო დღე“. ეს სიმბოლური ჟესტი შეგვახსენებს, რომ თირკმელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა და მისი მოვლა აუცილებელია.

 

ჰიპერტენზია - ბროშურა
ჰიპერტენზია - პაციენტის დღიური
ჰიპერტენზია - სკრინინგის ფორმა