ბანერები
აივ/შიდსი - ის კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთ ძირითად პრობლემად

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ბოლო ათი წლის განმავლობაში აივ ინფექციის ყოველწლიური ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა 33 ქვეყანაში და სამ მილიონზე მეტ დაავადებულს  მიუწვდება ხელი ანტირეტროვირუსული პრეპარატებით  მკურნალობაზე.  2010 წელს მსოფლიოში აივ/შიდს-ით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 34 მილიონს მიაღწია (დაავადებულთა 60% ცხოვრობს აფრიკაში). განსაკუთრებით სწრაფი ტემპით მატულობს ახალი შემთხვევები აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში. დღეისათვის ამ ინფექციით უკვე 25 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი[i].

გაიგეთ მეტი შიდსის შესახებ

 რა არის შიდსი?[i]

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

შიდსს იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების  ბოლო სტადიას წარმოადგენს,  როდესაც  ძირითადი კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე და მისი მნიშვნელობა

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში. იგი დასაბამს იღებს 1983 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მაისის მესამე კვირა დღეს. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღინიშნება 1200-მდე ორგანიზაციის მიერ 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
იმ 33 მილიონ ადამიანთან ერთად, რომელიც აივ ინფექციით ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე ემსახურება მოსახლეობაში აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას, ინფიცირებულების მიმართ სოლიდარობას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.