2016 წლის 24-30 აპრილს საქართველოში ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით: აცერი და დაიცავი!

ვაქცინების აღმოჩენამდე ათასობით ბავშვი იღუპებოდა იმ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც დღეს იმუნიზაციის  წყალობით იშვიათად გვხვდება. მაგალითად: წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, მიკროორგანიზმები, რომლებიც წლების წინ მძვინვარებდნენ დღესაც არსებობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად ბავშვები ვაქცინების დახმარებით დაცულნი არიან, ჩვენ ამ დაავადებებს და მათ მძიმე შედეგებს ასე ხშირად ვეღარ ვხვდებით. 

რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“.  

ევროპის იმუნიზაციის კვირეული - მესიჯები

აცერი და დაიცავი!

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24-30 აპრილი, 2016 წელი[i]ყველა ქვეყანას შეუძლია ამის მიღწევა-მოვიდა დრო მთელ რეგიონში აღმოვფხვრათ ხარვეზები იმუნიზაციაში.

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა

იმუნიზაცია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და სიღარიბის შემცირების პროგრამების სტრატეგიულ კომპონენტს წარმოადგენს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ჯანდაცვის სფეროში უზარმაზარი მიღწევებს ჰქონდა ადგილი, თუმცა მათი შედეგები არათანაბრად გადანაწილდებაროგორც მთელ მსოფლიოში,

ვაქცინაციით მართვადი ინფექციების ეპიდაფეთქებები ამჟამადაც სახიფათოა

ვაქცინაციის ეფექტური პროგრამების წყალობით, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას არასდროს გამოუცდია ვაქცინაციით მართვადი ინფექციების გამანადგურებელი ზემოქმედება. ბევრს ჰგონია, რომ ეს დაავადებები აღარ წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან ისინი აღარაა ისეთივე თვალშისაცემი, როგორც ადრე. სხვათაშორის, ბევრი თვლის რომ ვაქცინა უფრო სახიფათოა, ვიდრე თავად დაავადება.

ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპებაინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის კი, 3 მილიონამდე ბავშვი, ანუ მესამედი– იმ ინფექციებისაგან, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა.

იმუნიზაციის ხარჯები ეკონომიურად ეფექტურია

უდაოა, რომ იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურად ეფექტური თანამედროვე მიღწევაა. მასზე გაწეული ხარჯები ძალიან მცირეა, ხოლო მისი მეშვეობით შეძენილ იმუნიტეტს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯანმო-ს მონაცემებით, 1988 წელს პოლიომელიტის გლობალური ელიმინაციის ინიციატივის (GPEI) შექმნიდან

რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის და რომელია უფრო ეფექტური და უსაფრთხო?

ძირითადი განსხვავება „უფასო“ და „ფასიან“ ვაქცინაციას (აცრას) შორის არის ის, რომ მოსახლეობისათვის ,,უფასო აცრებს“ სახელმწიფო (ან რომელიმე დონორი ორგანიზაცია) აფინანსებს, რომელიც სხვა შემთხვევაში ბავშვის მშობელს უნდა გადაეხადა. შეხედულება, რომ „ფასიანი აცრა“ ყოველთვის უკეთესია, სტერეოტიპებზეა (მცდარ მოსაზრებებზე) დამყარებული და სიმართლეს არ შეესაბამება.