ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევები

ფსიქიური ჯანმრთელობა არ წარმოადგენს უბრალოდ ფსიქიური დარღვევების არ ქონას. ის განისაზღვრება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად და პროდუქტიულად შრომა და თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზაცია მის მხარდასაჭერად.

„სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, ეს ჩვენ ვართულებთ მას დიდი მონდომებით“

წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, დღითიდღე ვქმნით ახალ წესებს და კანონებს, ვაწესებთ ნორმებს... მერე, მთელი მონდომებით ვცდილობთ, მოვერგოთ ჩვენს მიერვე მოგონილ კრიტერიუმებს...ჩვენ 7 მილიარდი ვართ. 7 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ სტანდარტული, სოციუმის ჩარჩოში მოქცეული ადამიანი. ჩვენს შორის, 450 მილიონი „არასტანდარტული“ ადამიანია, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობით, რასაც  ფსიქიკურ დაავადებას ვეძახით.[i]

დეპრესია

რა არის დეპრესია?

დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა. თავის მხრივ, „ფიზიკური ჯანმრთელობა“ ადამიანის ბიოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმის ყველა ორგანო სრულფასოვნად ასრულებს