თირკმლის მსოფლიო დღე 2017

თირკმლის მსოფლიო დღეს საფუძველი ჩაეყარა ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით. იგი 2006 წლიდან ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება.

კავშირი თირკმლის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის

სიმსუქნის დროს, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად დაგროვება ხდება. 

თირკმლის დაავადებებისაკენ უფრო მეტად მსუქანი, მათ შორის დიაბეტითა და ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი.

თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, მთელ მსოფლიოში, 2025 წელს სიმსუქნით, მამაკაცების 18% და ქალების 21%  იქნება დაავადებული.

ვილსონის დაავადება

ვილსონის დაავადება თანდაყოლილი პათოლოგიაა და იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ვილსონის დაავადების დროს ორგანიზმიდან სპილენძის გამოყოფა ფერხდება და თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებსა და თვალის ქსოვილებში გროვდება. ჭარბად დაგროვილი სპილენძი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს დაშესაძლებელია ფატალური შედეგით - პაციენტის სიკვდილით დასრულდეს. ამავე დროს, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე, 2017

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე  (Rare Disease Dayმსოფლიოს მასშტაბითყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება.

იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ევროპამ დაიწყო, თუმცა ის ნელ-ნელა საერთაშორისო მოვლენა გახდა.

„მოულოდნელობით შეპყრობილი“

დაავადება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ისეთ ცნობილ ადამიანებს ჰქონდათ, როგორიცაა აგატა კრისტი, დოსტოევსკი, ბაირონი, ნაპოლეონ ბონაპარტე, მოლიერი, ალფრედ ნობელი, კარდინალი რიშელიე, იულიუს კეისარი....

ადამიანებს, ამ მდგომარეობით, არცთუისე შორეულ წარსულში აკრძალული ჰქონდათ დაოჯახება; 1920-იან წლებში კი, ნაცისტურ გერმანისა და ამერიკაში   ქირურგიული ჩარევებით შვილების ყოლის უფლებას ართმევდნენ.

ეპილეფსია და სტიგმა

ეპილეფსია თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, გამოწვეული ტვინის ნეირონების უნებლიე, არაადეკვატური აღგზნებით. ხასიათდება ეპილეფსიური გულყრებით.

10-დან 6 შემთხვევაში ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, მის განვითრებაში გარკვეულ როლს ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, ტვინის ინფექციური დაავადებები (მენინგიტი, ენცეფალიტი...), თავის ტრამვული დაზიანება (მათ შორის მუცლადყოფნის პერიოდში განვითრებული დაზიანებები გამოწვეული ჰიპოქსიით, დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებით...)[i].

პირველადი დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის დროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვითმსოფლიოში ეპილეფსია 50 მილიონ ადამიანს აქვს. 10-დან 1 ადამიანს კი  ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შესაძლოაგამოუვლინდეს ეს დაავადება[i].

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2016

კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 4 თებერვალს იმართება, მთელი მსოფლიო კიბოს გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება.

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - 18 ნოემბერი 2015 წელი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ფილტვის ქრონიკულ, ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის (GOLD) ძალისხმევით დაარსდა და  პირველად 2002 წელს გაიმართა. დღის მიზანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები მთელ მსოფლიოში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ქრონიკული დაავადებები და ცხოვრების ჯანსაღი წესი

მსოფლიოში, ყოველწლიურად, 38 მილიონი ადამიანი იღუპება ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა...

არაჯანსაღი კვება, არარეგულარული ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება და თამაქოს მოხმარება ამ დაავადებების ყველაზე ხშირი ქცევითი რისკ-ფაქტორებია.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს!

კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა... ეს იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება, დაბალი ფიზიკური აქტივობა იწვევს.

შენ შეგიძლია შეამცირო  ამ დაავადებების, ასევე, მათგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

18 ნოემბერი 2015 წელი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ფილტვის ქრონიკულ, ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის (GOLD) ძალისხმევით დაარსდა და პირველად 2002 წელს გაიმართა. დღის მიზანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები მთელ მსოფლიოში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

იცოდე შენი წნევის შესახებ!

ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა.

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის წნევის ციფრები იმატებს. ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის დაავადება და სხვა გართულებები.

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ქალებს შორის, რომელიც  საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში ვითარდება.  

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებადია - დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად, ხშირად 10-15 წელიც კია საჭირო. შესაძლოა, ეს პროცესი  სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, 

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)  საკმაოდ გავრცელებული ვირუსია. ის სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე ხშირ  ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს. გამომწვევის მიხედვით პაპილომავირუსის 100 ტიპს გამოყოფენ. ზოგიერთი მათგანი (13 ტიპი) მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული) და 70%-ში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს;

ძუძუს კიბოს პრევენცია

ძუძუს კიბოს დამარცხებისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი მისი ადრეული გამოვლენაა!

პრევენციის მეთოდების დახვეწისა და პოპულარიზაციის მიუხედავად, სარძევე ჯირკვლის (ძუძუს კიბო) კიბო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

კიბოს რისკსა და ხუთ ქცევით რისკ ფაქტორს შორის ასოციაცია: საფრანგეთის E3N კოჰორტის კვლევის შედეგები

მოკლე მიმოხილვა:

დღეისათვის ცნობილია  კავშირი ცხოვრების წესის რიგ მოდიფიცირებად  მახასიათებელსა და კიბოს რისკის შემცირებას შორის, თუმცა მწირია ინფორმაცია ქცევითი რისკ-ფაქტორების კომბინირებულ ეფექტზე ან კიბოს შემთხვევების იმ წილზე, რომლის პრევენციაც შესაძლებელია ცხოვრების წესის გაუმჯობესებით. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა გამოვლენილიყო ასოციაცია ქცვით რისკ ფაქტორებსა და როგორც ყველა ორგანოს ასევე ორგანო სპეციფიური კიბოს რისკს შორის საშუალო ასაკის ქალებში.

როგორ ავირიდოთ სისხლის მაღალი წნევა

სისხლის წნევის მომატება გულის დაავადებათა რისკს ზრდის.

ადამიანს ნებისმიერ ასაკში ყოველდღიურად შეუძლია გადადგას ნაბიჯი სისხლის წნევის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.

ძუძუს კიბოს გამოვლენის გზები

ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ძუძუს თვითგასინჯვა.

მითები ძუძუს კიბოს შესახებ

მითი 1: კიბოს შესახებ საუბარი არ არის საჭირო 

სინამდვილე:მართალია, კიბო საკმაოდ მძიმე თემაა სასაუბროდ, თუმცა დაავადებაზე ღია დისკუსიამ ზოგიერთ თემში შესაძლოა გააუმჯობესოს კიბოს გამოსავალი ინდივიდების, საზოგადოებისა და ქვეყნის დონეზე.

ძუძუს კიბოს სკრინინგი

ძუძუს კიბოს სკრინინგი და მისი მნიშვნელობა

საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს.

ძუძუს კიბო რისკ-ფაქტორები

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.

სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:

საშვილოსნოს ყელის კიბო - დაავადება რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია

რატომაა საშვილოსნოს ყელის კიბო პრობლემა?

საშვილოსნოს ყელის კიბო დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. უკანასკნელ ათწლეულში დანერგილი პრევენციული (პროფილაქტიკური) ღონისძიებების წყალობით, განვითარებულ ქვეყნებში ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში დაავადება კვლავ ფაროდ  არის გავრცელებული.  ჯანმოს მონაცემებით, 2012 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 528,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 266,000 ქალი გარდაიცვალა.  ეს დაავადება, რომლის პრევენცია შესაძლებელია, ქალებს შორის, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის მეორე წამყვან მიზეზს  წარმოადგენს.